დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ბულვარში სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა, რაც უკვე მესამე წელია, ქუთაისის ტრადიციაა.
პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას აქვს ნული პერსპექტივა. კითხვაზე, ოპოზიციის გაერთიანებას რა პერსპექტივა აქვს? ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ნული“.
ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება სახელმწიფოს ღალატია და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და სამარცხვინო გამოსვლებისა, შეგახსენებთ, იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარსდგა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა ესაუბრა უკრაინულ ენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქე ქრისტი მიქელაძე წერს, რომ 18 ივნისს მის ოჯახს თავს დაესხნენ და მამას აბესალომ მიქელაძეს თავდამსხმელი სასტიკად გაუსწორდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6164 ლარი ეღირება, ევრო – 2.8602 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3393 ლარი.
ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
