საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის აგენტებმა მოწამლეს. გამოცემის თანახმად, რუსეთის ბოროტი გავლენის შესახებ პოლიტიკოსის პრეტენზია წარმოადგენს ბრალდებების უფრო ფართო სერიის ნაწილს.
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმება აუცილებელია და პირველი ნაბიჯი გამარჯვებულმა მხარემ უნდა გადადგას.
შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს ხედავ. მშვიდობიანი გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობის“ დატოვებაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც „მეტი იარაღი დასჭირდება“.
ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არასოდეს გახდება, ამის ძალიან მწამს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ამოცანა განსხვავდება ექიმების ამოცანისგან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება.