"მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, კონტაქტზე არ გამოდიან" - მოქალაქე შოვიდან
სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ის მეწყრის ზონაში ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს.
„მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოჰყვნენ. კონტაქტზე არ გამოდიან. არ ვიცი როგორ არიან, რა სიტუაციაა. დღისით ვეკონტაქტე ბოლოს, პირველ საათზე თუ თორმეტ საათზე, მერე აღარ გამოდის არავინ კონტაქტზე, ვინც მანდ იყო, არ ვიცი.. შოვში იყვნენ, კოტეჯებში“, - აცხადებს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. შს სამინისტროს ცნობით, 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი, ადგილზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება. შს სამინისტროს ცნობით, შოვში, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
