ჩემი აზრით, სააკაშვილი სასჯელს დამსახურებულად იხდის, მაგრამ როდესაც ამდენი საუბარია, რომ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია, სამარცხვინო პოზიციაა იმის თქმა, რომ ტექნიკურად ვერ მოახერხე ჩართვა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას.
ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააცნო.
ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება:
ადამიანი, რომელიც არაფერს ინანიებს და კიდევ აქ ჩამოვიდა არაჟნებთან ერთად, არ მეცოდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ხომ ყველამ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებსაც ძალზე სერიოზული დაავადებები აწუხებთ, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გარბიან. ეს სამწუხარო რეალობაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წერს.
მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინდელი დებატებისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია.
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა ერთი ადამიანის პრობლემის ფარგლებს. ეს ყველას პრობლემაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
