რეჯეფ თაიფ ერდოღანი აფრთხილებს საბერძნეთს, რომ თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა სამსუნში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ახსენა თურქეთის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა „ტაიფუნი“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. წერილს საერთაშორისო მედია ავრცელებს.
სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო-სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს, ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სახლის მფლობელთა უმეტესობას, გასაგები მიზეზების გამო, არასდროს უფიქრია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მათ სახლში წყლის რომელიმე მილი შეიძლება დაზიანდეს. მსგავს სიტუაციაში სპეციალისტი უნდა გამოვიძახოთ.
უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
ჩვენ, ყველამ მივიღეთ ჯენტლმენური შეთანხმება, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატს ვუჭერ მხარს, უფლებამოსილება ჩვენს ფინანსურ განყოფილებას, ბუღალტერიას გადავაბარე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მე და ჩემი ფრაქციის წარმომადგენლები ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ კონფრონტაციის წერტილს მიაღწია და მათ ამ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.
