2023 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას.
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს ეხმარება:
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იყო.
რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას სააკაშვილის ვიდეო მასალის ჩვენებით არ არის საიდუმლო. იუსტიციის მინისტრი ეთერიდან გვიხსნიდა როგორ უნდა გავიგოთ, რა უნდა დავინახოთ, რა არა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინსტრი თინა ხიდაშელი წერს.
არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც აქამდე ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია ამ შემთხვევაში გახლავთ უსაფუძვლო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6736 ლარი ეღირება, ევრო – 2.8487 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3115 ლარი.
ქუთაისის ოპერის თეატრში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა.
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი.
ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია. ხოფერია გვარს არა ასახელებს, მაგრამ მისი პოსტის ადრესატი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილია.
"შენ ცოტათი ხარ ჩემზე უფროსი ამიტომ შენობით მოგმართავ...
შენზე ამბობენ რომ დიდი ქველმოქმედი ხარ და ამაში არც მე მეპარება ეჭვი. თუმცა როცა შენ შენსას ხარჯავდი ამ ქვეყნისთვის, მეც ჩემ წილ სისხლს ვღვრიდი. მოდი სასწორზე არ დავდოთ ვისი მეტია. მგონია აქაც თანაბრად ვართ...
აღარ გავაგრძელებ გეტყვი: ვერავინ დამაჯერებს რომ ის ქართველები, ვინც ახლა უკრაინის მიწაში წვება და კიდევ ჩაწვება შენ მართლა ვიღაცის დაქირავებულად მიგაჩნია და ის სისხლი, იქ რომ იღვრება არამად დაღვრილ სისხლად...
გვესმის რომ დიდ თამაშებს აქვთ გარკვეული ჩარჩოები რომლიდანაც ვერ გახვალ, მაგრამ ჩუმად ბევრი რამ გიკეთებია და ახლაც უნდა გააკეთო არა ჩემთვის, არა სხვისთვის, არამედ საქართველოსთვის და შენი შვილებისათვის...
ადექი ჩუმად შენ სათნო მეუღლესთან ერთად ღამის სიბნელეში, სადაც მხოლოდ მთვარე დაგხედავს, მიდი დაღუპულ მეომართა ოჯახებში და მიუსამძიმრე,"- წერს არჩილ ხოფერია.
ცნობისათვის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში პირველ დეკემბერს ბახმუტთან დაიღუპა. დაღუპულის ბიძა, – ჯამბულათ ხოფერია, – 1993 წელს აფხაზეთის ომს ემსხვერპლა. აფხაზეთის ომში იბრძოდა მისი მამაც – არჩილ ხოფერია. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დაწყების შემდეგ 30-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.
