"არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, ეს კი, ნამდვილად მოხდება"
არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი, ნამდვილად მოხდება, – ამის შესსახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
„ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე, რომ რუსეთს ამ სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის უსაფრთხოების გზა გაამყარებს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას.
„განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მოსახლეობას იმ მხარდაჭერის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მისი ინიციატივისთვის, რომ მარიუპოლში თავად ჩაიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი. პრეზიდენტის თქმით, რუსების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში 100 ათასი ადამიანი არაადამიანურ პირობებში რჩება.
„სრულ ბლოკადაში არიან, საკვების, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე, მუდმივი დაბომბვის ქვეშ“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუს სამხედროებსაც მიმართა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუმეორო ყველა რუს მფრინავს, რომლებიც არ ფიქრობენ, რა დავალებას ასრულებენ. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, ეს დანაშაულია და თქვენ ამის გამო პასუხს აგებთ. დღეს თუ ხვალ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ეს პასუხისგება გარდაუვალია“, -მგანაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
- "შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია"- ილჰამ ალიევი
