რუსეთის მმართველი პარტია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 72 587 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისა და საფრანგეთის ბრძოლას გამოიწვევს, ამიტომ ეს არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები, მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ აბულინგოს ტელევიზიებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს. ამის შესახებ უგულავამ განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9200 ლარი ეღირება, ევრო – 3.3338 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.9566 ლარი.
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
