ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ,,ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული საკითხები.
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.
„ქართული ოცნება“ გაიქცა კომიტეტის სხდომიდან. ეს არის მშიშარა ძალა, რომელიც ასრულებს დავალებას და არანაირი არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ იღებს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ და „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 85 191 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯორჯიანა ბრატუ, ჯესიკა პაპუკა და მაგდალენა მოროშანი ქუთაისში პროექტის" BSB 457 მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულმა ერთ-ერთ აფთიაქში იარაღის მუქარით ფარმაცევტებს 300 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა:
