რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო მივიდა, თუმცა მას დაწესებულებაში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას პირველ მარტს დატოვებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "ომიკრონის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%.
რუსეთი შიშობს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.
განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც მის პირად „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შევაჩეროთ ომის საფრთხე რუსეთთან“ (ავტორი - კატრინ ჰიუველი - ჟურნალ The Nation-ის რედაქტორ-გამომცემელი). მასალაში განხილულია რუსეთ-აშშ-ის დაპირისპირების განმუხტვის გზები, უკრაინის სტატუსი და ა.შ.
ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითესმან“-ში (New Statesman) ქვეყნდება სტატია სათაურით „როგორი იქნება რუსეთის შეტევა უკრაინაზე“ (ავტორი - იდო ბოკი). პუბლიკაციაში რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო სცენარებია განხილული, გაანალიზებულია დაპირისპირებულ მხარეთა განზრახვები, გეგმები და ა.შ.
