Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%.
დეპოლარიზაციას ორი რამ სჭირდება. ერთი ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება, მეორე - ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი “,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, მაქსიმუმს გააკეთებს „ქართული ოცნება“, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდეს, ამასთან შედგეს ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი.
„იმისთვის, რომ საქართველოში დეპოლარიზაცია მოხდეს, ამას ორი რამ სჭირდება. ერთი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება, მეორე ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ერთისთვის და მეორესთვის. ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დასუსტდეს და მეორე შედგეს ჯანსაღი საპარლამენტო სამუშაო პროცესი“,- აღნიშნავს კობახიძე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და არწმუნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ საელჩო კიევში და საკონსულოები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, პანდემიის მწვავე ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წელს დასრულდეს, თუკი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ვაქცინირებული იქნება.
ქუთაისში ტურისტი სცემეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
როგორც დანაშაულის ადგილას მისულმა, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ნათესავმა გივი ჩიდრაშვილმა გვითხრა, მოკლულები არიან: გია ჯიბიაშვილი და მისი მეუღლე მაკა ზურაბიშვილი.
გივი ჩიდრაშვილი:
"ჩემმა ცოლისდამ დამირეკა თბილისიდან, - ამბობენ, რომ მკვლელობა მოხდა და რა ხდებაო. მე არაფერი ვიცოდი, გამოვიქეცი მანქანით, აქ მხოლოდ ყარაული დამხვდა. ცხედრები გადაესვენებინათ. როგორც ეს ყარაული მოყვა, ის მწყემსი, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, საგარეჯოდან ჩამოსულა სამუშაოდ და ნაციხარი ყოფილა... ამბობენ, მანამდე ისეთი არაფერი შეგვიტყვია, ნორმალურად იქცეოდაო. ბოლო 3-4 თვე უმუშავიათ ერთად. ცოლ-ქმარი მუშაობდა ხოხბების ფერმაში, დღე და ღამე იქ იყვნენ. ეჭვმიტანილიც აქ მუშაობდა, თხებიც ჰყავთ და ეტყობა იმას მწყემსავდა. ჯერ ქმარი მოუკლავს თოფით და მერე ცოლი. ნასროლი ტყვია კედელსაც აქვს მოხვედრილი, აგერ ნატყვიარი ეტყობა. ამბობენ, რომ ფული აიღეს ცოლ-ქმარმა და იმის გამოძალვას ცდილობდა. როგორც ჩანს, ამან თოფი რომ გადმოიტანა, ეს ჩემი ნათესავი გაიქცა გარეთ და უკნიდან ესროლა, გარეთ ნახეს მკვდარი. თავში აქვს მოხვედრილიო, მობრუნებულა და ახლა ცოლისთვისაც უსვრია. ბავშვი აუყვანია მეორე სართულზე და დაუბია. უფროსთან მოუსწრია ცოლს გარდაცვალებამდე დარეკვა, უთქვამს, - ჩემი ქმარი მოკლა, მეც ვკვდები, მოგვხედეთო... მერე უფროსს დაურეკია მეორე ყარაულისთვის, იმან არაფერი იცოდა, შინ იყო, გადმოსულა და უნახავს ეს ამბავი. ის გაქცეულია. დაკავებული არ არის ჯერ, ეძებენ. თუ არ ვცდება მოკლული გოგო 42, ქმარი კი 43 წლის იქნებოდა.."
შავი ზღვა ნატოსთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, რეგიონში გვყავს ნატოს სამი მოკავშირე, ასევე ჩვენი ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო, ასე რომ, რეგიონში უსაფრთხოებას ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთში, ქვეყნის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9506 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9544 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.
