პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.
ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!- კიდევერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი გააჩერებს - 5 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მარჯანიშვილის მოედანზე მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას, რადგან პრეზიდენტმა სი ძინპინმა იცის, რომ ის "გიჟია".
აქცია, რომელიც დააანონსა დღეს ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ, პრინციპში, სიმბოლურია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილი მარში.
მე ვარ დარწმუნებული რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები - ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით, საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში წყალბურთში საერთაშორისო ტურნირს დაესწრო, რომელსაც ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობს.
სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? თავად ნატო-ს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა? - რა თქმა უნდა, არა! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.