საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8512 ლარი ეღირება, ევრო – 2.9946 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6359 ლარი.
არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე.
"ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება ზუსტად ემთხვევა 1991 წლის მოვლენებს - წელიწადის დრო და თვეც კი", - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე. „ოთხი თვე ვიდექით ქუჩაში, ყველაფერი 2 სექტემბერს დაიწყო და ყველაფერი დამთავრდა 21 დეკემბერს ომით", - იხსენებს არეშიძე და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებს განიხილავს.
ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეები კვლავ მერიის წინ იკრიბებიან, სადაც ამ წუთებში კარვებს შლიან.
ბელარუსში არის რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
აფხაზეთთან საინვესტიციო შეთანხმებისა და სოციალური დაფინანსების საკითხების განხილვას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს.
პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა - მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.