არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს,- ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.
ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია - თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს გამოეხმაურა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7904 ლარი ეღირება, ევრო – 2.9031 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5167 ლარი.
“უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსებაზე მოსკოვის პოზიცია ცნობილი გახდა - საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამგვარ ვარიანტებს არ განიხილავს. ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა არ მოხდება. “ჩვენ რაიმე სახის ვარიანტებს ვერ განვიხილავთ.
“25 თებერვლის აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, თუმცა როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ვადაზე ადრე არჩევნების ჩანიშვნის საკითხი არ განიხილება.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს - ,,შენგელია არენას" ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.
შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე გავიდეს „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან - უნდათ, რომ გაჰყვნენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს.
