„ნამახვანჰესების“ კასკადის მოწინააღმდეგეები უკვე იკრიბებიან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც აქცია 13:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ფარული ჩანაწერები, რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, კეთდებოდა თუ არა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფარული ჩანაწერები.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერები კი კეთდებოდა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამე გავრცელებულიყო.
„რა თქმა უნდა, კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამის გავრცელება? ეს არის სპეკულაცია. მე ვლაპარაკობ ფაქტებით. ცხრა წელი ვიყავი ხელისუფლებაში, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სადმე ტელევიზიაში ან სოციალურ ქსელში გავრცელებულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ კადრები. მოვიდა ივანიშვილი, დაიწყო და მოქოქა ეს სისტემა. ეს არის რეალობა და ამიტომ ერთ პლანზე დაყენება საერთოდ სასაცილოა. სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ხელისუფლების ბორიოტად გამოყენება არ უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ამისათვის არის სასამართლო, არის წესები როგორ უნდა მოხდეს და რა კეთდება, იმისათვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა მიმდინარეობდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავინ, არაფერი არ გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რაღაც სხვა მიზნებისთვის. ეს არის ორი სხვადასხვა თემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ადამიანებს სიცოცხლის მანძილზე მრავალი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღება უხდებათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევაა. იმის დასადგენად, თუ რომელი პროფესია შეგეფერებათ, მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდგომ რამდენიმე პირში თრომბოემბოლიის გამოწვევის საკითხს, სტატისტიკურად, ვაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობა არაფრით არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისგან.
ამაზე უკვე გამოაქვეყნა დასკვნა როგორც „ევროპის წამლის სააგენტომ“, ასე ჯანმომ. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც „ასტრაზენეკას“ იყენებს, ვაქცინაცია არ შეუწყვეტია. აქედან გამომდინარე, ასეთი რაღაცები მოხდება, ვიღაცა რაღაცებს ერთმანეთს დაუკავშირებს.
გახსოვთ, „ფაიზერის“ ინექციის შემდეგ რა ამბავი იყო ატეხილი, როცა 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში. ასეთი რაღაცები იქნება ხოლმე. რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო, შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ უკვე გამოყენებულია ათეული მილიონობით დოზა და ისეთი არაფერია აღწერილი, რაც გამოაჩენდა ამის რისკებს. ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს. ამიტომ ადამიანის რომ რაღაცა დაავადება აქვს და ვაქცინაციის მერე ეს დაავადება განვითარდება, ეს კორონასგან იცავს, სხვა დაავადებებისგან ხომ არ იცავს. ამიტომ, თუ დაავადება ჰქონდა ადამიანს და ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესად რაღაცა მოხდა, არ ნიშნავს რომ ვაქცინის გამო მოხდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მან კომენტარი გააკეთა ე.წ. ბრიტანულ შტამზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში 31 შემთხვევაა დადასტურებული.
„ერთადერთი გამონაკლისი, სადაც კარანტინის რეჟიმი დღემდე მუშაობს. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი. ლუგარის ცენტრში შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოხდეს გამოვლენილი შტამების შესწავლა, სეკვენირება. დღემდე დადასტურებულია სამი კლასტერიდან წამოსული ე.წ. ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა. კვლევები გრძელდება ყოველდღიურად, ვსწავლობთ საეჭვო შემთხვევებს“, – განაცხადა იმნაძემ.
მე მიწევს აცრა და, რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატარა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 145 PCR ტესტით.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. მერიის გადაწყვეტილებით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მერია 4 სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადებას დაუფინანსებს.
ადგილობრივებისა და ექსპერტების შეკითხვებისთვის ნათია თურნავას გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ქუთაისის მერიაში დღეს მთელი დღის განმავლობაში უნდა ეპასუხა, მაგრამ სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მედიასთან კომენტარის გაკეთება მოიმიზეზა და ლევან დავითაშვილთან ერთად, შენობის სათადარიგო გასასვლელიდან გაიპარა.
