February 9, 2026

მარტი 04 2021

მსგავსი, სულ ოდნავ მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა და ვერც იქნებოდა. მე არც საკოორდინაციო საბჭოს და არც ვაქცინების საბჭოს წევრი არ ვარ და არანაირი, მინიმალური შეხებაც კი არ მაქვს ვაქცინების შემოტანა-არშემოტანასთან,- ასე პასუხობს ინფექციური საავადამყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის ბრალდებას ჩინური ვაქცინის ლობირებასთან დაკავშირებით.


მარტი 04 2021

5 - 6 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.


მარტი 04 2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა.


მარტი 04 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კლებისა, ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ ვითარება გაუარესდება, მთავრობა იძულებული გახდება შეზღუდვები ისევ დააწესოს.


მარტი 03 2021

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანიაში დასაქმების გამო წასულ მოქალაქეებს სოციალურ დახმარებას არ შეუწყვეტენ და სტატუსს არ მოუხსნიან.


მარტი 03 2021

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრულ ქმედებად აფასებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება.


მარტი 03 2021

იმერეთში დედის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა კვირეულის ფარგლებში, ქალთა დღესასწაულების აღსანიშნავად ფოტოგამოფენა - კონკურსი მოაწყო ,,პანდემია ჩვენს ცხოვრებაში".


მარტი 03 2021

აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ პლუს“-ის («Region Plus» - გამოდის თვეში ორჯერ) 2021 წლის მე-5 ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ექვსჯერ რვა წლის განმავლობაში“, რომელშიც განხილულია საქართველოში თებერვლის თვეში მომხდარი მოვლენები, კერძოდ - მთავრობის ცვლილება, საპროტესტო აქციების მიზეზები, პერსპექტივა და ა.შ. (ავტორი - სამირ ველიევი).


მარტი 03 2021

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებს შეხვდა.


მარტი 03 2021

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი Facebook-ზე დედის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. როგორც თამაზაშვილი წერს, ამ დღეს ყოველთვის თამარი ულოცავდა, თუმცა ახლა მის საფლავზე იებით ხელში თავად ავა.


გვერდი 904 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.