ევროპარლამენტის წევრები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს, მხარეებს შორის დიალოგის განახლებაზე იმუშაოს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ძალადობას არ ემხრობა, თუცმა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი უნდა აღსრულდეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 051 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 226 PCR ტესტით.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ვრცელ პოსტში იგი განმარტავს, როგორ შეიძლებოდა ბრალდებული პატიმრობის გარეშე განაჩენის გამოტანამდე დარჩენილიყო.
ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს - ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს.
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:
EMC ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:
"დღეს მომხდარი მოვლენები პოლიტიკური პროცესების და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის კრიზისში შეყვანის უმძიმესი გამოცდილებაა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დღეს სრულად თქვა უარი არსებული პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის სტრატეგიაზე და ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს რეპრესიული აპარატი და მექანიზმებია. სამწუხაროდ, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, ხელისუფლებას მიეღო ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არ გაიზიარა.
დღეს დილით ნიკა მელიას შტურმითა და მასშტაბური სპეციალური ოპერაციით დაკავების მანერა და ფორმები, მათ შორის, ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის დახურულ სივრცეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება და ზოგიერთი აქტივისტის თვითნებური დაკავება, არაერთ სამართლებრივ კრიტიკას აჩენს. კითხვები ჩნდება პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მთლიანობაში ამ საქმის საერთო პოლიტიკური, მათ შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტი, უმძიმეს კითხვებს წარმოშობს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. ცხადია, ამ პირობებში ჩნდება შიშიც, რომ ხელისუფლება რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას მოახდენს და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა დემოკრატიული წუხილების მიღმა, სოციალურ წუხილებსაც წარმოშობს და უიმედობის საერთო ფონს აღრმავებს.
მოვუწოდებთ:
➡ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალის გამოყენების სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და მშვიდობისთვის.
➡პოლიტიკურ ოპოზიციას გადადგან დეესკალაციისკენ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯები.
➡მოგვიანებით, EMC ოპერაციის ჩატარების ცალკეულ სამართლებრივ პროცესებს დამოუკიდებლად შეაფასებს.
