დეკემბერი 30 2020

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») გამოაქვეყნა პოლიტიკური მიმომხილველის მიოდრაგ შორიჩის სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ცხოვრებას გაურთულებს“, რომელშიც განხილულია აშშ-ის (დასავლეთის) და რუსეთის პერსპექტიული ურთიერთობები და მოცემულია რუსეთის მოქმედების პროგნოზები.


დეკემბერი 30 2020

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC russian») მიერ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ასახულია თუ როგორ ხდება საქართველოში კავკასიური ნორდმანის ნაძვის გირჩების შეგროვება. „50 მეტრის სიმაღლეზე: როგორ მუშაობენ გირჩის შემგროვებლები საქართველოში“, - ასეთი სათაური აქვს ვიდეოსიუჟეტს.


დეკემბერი 30 2020

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა სახლებისა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად 100 ლარიანი სააფთიაქო და სასურსათო ვაუჩერები გაუგზავნა.


დეკემბერი 30 2020

30 დეკემბერს  14 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომა გაიმართა.


დეკემბერი 30 2020

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პოზციაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ქუთაისის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამარჯვების ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შენგელია აირჩიეს. ირაკლი შენგელია 2019 წლის დეკემბრიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობას ასრულებდა.


დეკემბერი 30 2020

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასაქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციატრადიციულად ყოველი წლის ბოლოს გამოავლენს და აჯილდოებს წლისბესტსელერებს. 2020 წლის ბესტსელერი წიგნები გამოვლინდა ექვსნომინაციაში:


დეკემბერი 30 2020

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა-115, იმერეთი-301, ქვემო ქართლი-123, შიდა ქართლი-100, გურია-46, სამეგრელო-ზემო სვანეთი-138, კახეთი-107, მცხეთა-მთიანეთი-32, სამცხე-ჯავახეთი-25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


დეკემბერი 30 2020

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა.


დეკემბერი 30 2020

საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.


დეკემბერი 29 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.


გვერდი 956 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.