იანვარი 15 2021

"მიხაილ პეტრაკოვი ვერაფერს შეცვლის, რადგან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა სხვაგან არის. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ცალმხრივად მათი დამოუკიდებლობაც აღიარა. ახლა კი ჩვეული ვერაგობით ოფიციალურად გვთავაზობს თანამშრომლობას, თითქოს მას საქართველოსთან კონფლიქტი არა აქვს და მისი ჯარი არ დგას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე".


იანვარი 15 2021

“ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ხუთი დღეა დარჩენილი, შეერთებულ შტატებში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ქვეყანაში ნებისმიერ სცენარს ელოდებიან, ზოგიერთი ძალოვანი სტრუქტურები ბაიდენს იმასაც კი სთხოვენ, რომ ცერემონია არა კონგრესის შენობის გარეთ, არამედ შიგნით შენობაში ჩატარდეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.


იანვარი 15 2021

"ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ეპიდსიტუაცია გაუარესდება და შესაძლოა კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის საკმაოდ მაღალი რიცხვები მივიღოთ - ამაზე ეპიდემიოლოგები თანხმდებიან და აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის დარეგულირების შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთ-ერთი ბოლო ეტაპი კი ტრანსპორტის გახსნა უნდა იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოხსნა-არმოხსნა - კოვიდშეზღუდვები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა, მაგრამ ეპიდემიოპოგები პაატა იმნაძის მკაცრ მიდგომას უჭერენ მხარს.


იანვარი 15 2021

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.


იანვარი 15 2021

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.


იანვარი 15 2021

ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


იანვარი 15 2021

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან 496 თბილისში, 187 იმერეთში, 105 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


იანვარი 15 2021

საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამასახური ავრცელებს.


იანვარი 15 2021

განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი.


იანვარი 15 2021

ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გვერდი 953 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.