"ქართველი, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერი უნდა ყოფილიყო, ახლა რეფორმების მაკოორდინერებელ როლს შეასრულებს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ში («Financial Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გამტარებლად დაინიშნა: ქართველი, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერი უნდა ყოფილიყო, ახლა რეფორმების მაკოორდინერებელ როლს შეასრულებს“. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია:

 

„მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს - იმის გათვალისწინებით, თუ როგორი  შთამბეჭდავი იყო მისი კავშირების გაწყვეტა ვლადიმერ ზელენსკის წინამორბედ პეტრო პოროშენკოსთან.

 

ქართველი პოლიტიკოსი უკრაინელ პოლიტიკოსად მას შემდეგ გადაიქცა, როცა მისი მოწინააღმდეგეები თბილისში ხელისუფლებაში მოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილს კორუფციაში ბრალდებები წაუყენეს. 2015 წელს მან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და შავიზღვისპირა რეგიონის - ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. მოგვიანებით ორი ძველი ნაცნობ-მეგობარი ერთმანეთს მტრულად გადაეკიდნენ. გამწვავებული დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი გაუუქმა და ქვეყნიდან მისი დეპორტაცია განახორციელა.

 

2019 წელს არჩეულმა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, ცდილობდა ვერხოვნა რადაში საკუთარი პარტიის „ხალხის მსახურის“ მხარდაჭერრა მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ბევრამ დეპუტატმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად კონფრონტაციული იქნება და საბოლოო ჯამში, ძველებურად პრეზიდენტს დაუპირისპირდებაო.

 

თუ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი გახდებოდა, მისი თქმით, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო ურთიერთობას განავითარებდა უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ.

 

უკრაინის ბიზნეს-საზოგადოება თავდაპირველად შეშფოთებული იყო ისეთი პოლიტიკოსის დაბრუნებით, რომელსაც რეფორმების გატარების გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებითაც იყო ცნობილი. თუმცა მაინც დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განხორციელებას დააჩქარებდა, მცირე და საშუალო ბიზნესს კრედიტების აღებას გაუადვილებდა და ოლიგარქებს გვერდზე გასწევდა. ბიზნეს-საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მიმდინარე წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დაფინანსების გაზრდას. იგი კრიზისიდან გამოსვლაში უმთავრეს როლს გადასახადების დაკლებას ანიჭებდა:

 

„გაგახსენებთ, რომ საქართველოში ჩვენ გადასახადები 62%-ით შევამცირეთ, სამაგიეროდ ეკონომიკის მოცულობა უპრეცედენტოდ - ოთხჯერ გაიზარდა... თუ საშუალო უკრაინელი რეფორმის პოზიტიურ გავლენას ვერ იგრძნობს, თუ მისი პირადი კეთილდღეობა არ გაუმჯობესდება, მაშინ ასეთი რეფორმა რეფორმა არ არის“, - ამბობდა მიხეილ სააკაშვილი“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.ft.com/content/8f163cc5-b7fe-4c78-b143-46c23a23048d

წაკითხვა 534 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.