„საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ოფიციალური სამუშაო მისცეს“

აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ («The Associated Press») სტატიაში სათაურით „საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ოფიციალური სამუშაო მისცეს“, აღნიშნავს:

 

„ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. რეფორმების საბჭო პრეზიდენტთან არსებულ სტრუქტურას წარმოადგენს და მის ფუნქციებში ეკონომიკური და სხვა რეფორმების გატარების დაგეგმვა-კოორდინაცია-რეალიზაცია შედის.

 

გასულ თვეში მიხეილსააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა შესთავაზა, მაგრამ მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრებმა პრეზიდენტის შეთავაზება არ მოიწონეს და უარი განაცხადეს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის პარლამენტში განხილვა-დამტკიცებაზე. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებამ საქართველოს მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების აღშფოთება გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასულ თვის ბოლოს უკრაინა გააფრთხილა, რომ თუ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშნავდა, კავკასიური სახელმწიფო კიევიდან თავის ელჩს გაიწვევდა.  გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მას ქართულმა სასამართლომ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა გამო, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და შესაბამისად, ექს-პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერია გაცემული.

 

მიხეილ სააკაშვილი პოპულარული გახდა კორუფციასთან ბრძოლით, მაგრამ მისი პოპულარობა დაეცა საპროტესტო აქციების მკაცრად ჩახშობით და რუსეთთან 2008 წლის ომით, რის შედეგადაც საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა.

 

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად ყოფილი ქართველი ლიდერის პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს. მან პირველად უკრაინაში პოლიტიკური კარიერა პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს დაიწყო, თუმცა ერთმანეთში მომხდარი განხეთქილების გამო, მოქალაქეობა დაკარგა. ვლადიმერ ზელენსკიმ, კომიკოსმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა სწრაფად დაუბრუნა“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.nytimes.com/aponline/2020/05/07/world/europe/ap-eu-ukraine-politics.html?searchResultPosition=2

წაკითხვა 474 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.