November 23, 2024

ვინ აიცრება პირველი და რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს საქართველო

“ვაქცინაცია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხდება, დიდი ალბათობით ჩვენთანაც ამ პრინციპით მოხდება - ვაქცინაციის პრინციპი კი ასეთია, რომ პირველ ეტაპზე მიზანჯგუფები იცრებიან.

ამის შესახებ “რეზონანსთან” ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა. საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა “ფაიზერის” ვაქცინით გახდება შესაძლებელი, “კოვაქს პლატფორმიდან” ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ აიცრება პირველი და რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს საქართველო.

 

“კოვაქს პლატფორმიდან” ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია “ფაიზერის” ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, “ფაიზერის” ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც, ამ შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ “ასტრაზენეკაზე” ხელმისაწვდომობაც გაიუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხდა მან. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრისას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. “ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა “ფაიზერის” ვაქცინით იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, საქართველოში ვაქცინაცია იმ პრინციპით იქნება, როგორიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ვაქცინაცია დიდი ალბათობით ჯერ მიზანჯგუფებში დაიწყება, შემდეგ უკვე გაფართოვდება და დანარჩენ მოსახლეობასაც მოიცავს, ვამბობ ზოგადად ვაქცინაციის პრინციპს, თუ სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, სავარაუდოდ ჩვენთანაც მსგავსი პრინციპით მოხდება. ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საშუალება აქვს, რომ რამდენიმე ათასი დოზა ვაქცინა შეინახოს, აქვს მაცივრები და სპეციალური დანადგარები, რომელშიც -80 გრადუსია, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ, როგორც აცხადებენ, რამდენიმე ასეული ათასი ცალი ვაქცინის შენახვა შესაძლებელია. თუნდაც, დღეს უკვე არსებული რესურსების გათვალისწინებით. ვაქცინებზე ასე ხელაღებით უარის თქმა მართებული არაა. რა თქმა უნდა, უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე აღიარებული ვაქცინა მოიპოვოს და შემოიტანოს, თუმცა ის ვარიანტებიც უნდა იქნეს განხილული, რომლებიც აღიარებულია და ახლო მომავალში ავტორიზაციას მიიღებენ. ეს რომელი ქვეყნის იქნება, ამას მნიშვნელობა კი აქვს, თუმცა, არა გადამწყვეტი, ჩვენ საუკეთესოზე ვიფიქროთ, მაგრამ სხვა ვარიანტებიც უნდა იყოს განხილული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით ფაიზერის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა. როგორც ცერცვაძემ თქვა, ვაქცინის შესანახად მინუს 80-გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს. საქართველოში შემოტანილი იქნება, ფაიზერის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, ფაიზერის ვაქცინას საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ ფაიზერის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა”, - აღნიშნა ცერცვაძემ, რომლის თქმით “ამ მცირე რაოდენობით უნდა აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები”, - დასძენს გამოცემა.

 

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თენგიზ ცერცვაძის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, მისი თქმით, ქვეყანას ამ წუთში “ფაიზერის” ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია. “ქვეყანას ამ წუთში გააჩნია “ფაიზერის” ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის “კოვაქსის” პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაქცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. “კოვაქსის” ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან”, - აცხადებს იმნაძე, რომლის განმარტებით, “სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინების მიღება”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 465 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.