"სეზონური გრიპის ვირუსების შემთხვევები, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს" - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა.
მისივე თქმით, ძირითადად არის „ეიჩ ერთი ენ ერთი“ და „ეიჩ ერთი ენ სამი“ ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი, გამოხატული სისუსტე ახასიათებს და ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მთავარი რეკომენდაციებია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვიანობა.
„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად არის. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აცივების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლების სეზონზე იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- ოპტიმიზმის მინუსები და პესიმისიზმის პლუსები: რატომაა ზოგჯერ სასარგებლო "შავი სათვალე"?
- "ირანს ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, დათანხმდებიან, თუ არა, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს"
- "მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება"
- "ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით"
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
