ქუთაისში გამართულ აქციას ბათუმის "თავისუფლების კვარტალი" შეუერთდა
დღეს, ქუთაისში გამართულ აქციას ბათუმის "თავისუფალების კვარტალის" აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წევრები შეუერთდნენ.
აქციის წევრები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ისინი ვადამდელ არჩევნებსა და ადმინისტრაციის ცვლილებებს ითხოვდნენ.
"აქციას ბათუმიდან შემოვუერთდით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რადგან სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქ, კარავში მყოფ ადამიანებს. გვჯერა, რომ ასეთი აქციებით, რომელიც მიმდინარეობს ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში, ხალხი შემოუერთდება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ოღონდ იმ პირობით რომ შეცვლიან თამარ ჟვანიასა და ზოგადად საარჩევნო სისტემას. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ ქუთაისელ ხალხს და გვჯერა, რომ ერთად დგომით შეიცვლება ხელისუფლება,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატივის“ წევრმა მზია ქედელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საპროტესტო კარავი 27 იანვარს დაიდგა.

სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
