ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს 70 000 ლარით შემაცირებს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს 70 000 ლარით შემაცირებს. ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ იმსჯელეს. წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არასაფინანსო აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს 70 000 ლარით შეამცირებს. კოვიდ პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები სრულად მიიმართება მოქალაქეთა საჭიროებების დასაფინანსებლად.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე საკრებულოს წევრებმა შეამცირეს საწვავის ლიმიტები, საკრებულოს თვმჯდომარემ კი უარი თქვა სამსახურეობრივი ავტომობილის მოსახურებაზე, რის შედეგადაც დაზოგილი თანხები სოციალური პროექტების ფონდში მიიმართა.
ამ ეტაპზე დაზოგილი თანხების ათვისება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, ეს შესაძლოა იყოს სატრანსპორტო შეღავათების სუფსიდირება, ბაგა-ბაღების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა, ან საბინაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდება.
„პანდემიის პირობებში, ჩვენი მთავარი ორიენტირია, მოქალაქეთა საჭროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ასევე ფინანსების მაქსიმალური მობილიზება, რათა შევძლოთ არსებულ გამოწვევეთან გამკლავება. დღეს ვიმსჯელეთ საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესაღებ. ამ ეტაპზე განიხილება საკრებულოს ხარჯების 70 000 ლარით შემცირების გადაწყვეტილება, ეს ეხება წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამასთან ვმსჯელობთ თუ რა მიმართულებით მოხდება ამ თანხების ათვისება, გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა, ეს შეიძლება იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება, ბაგა-ბაღების მატერიალურ, ტექნიკური აღჭურვა ან საბინაო ინფრასტრუქტურის მიმართულება,“ -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი