ივნისი 12 2021 წაკითხვა 761 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმერეთის რეგიონის კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეტალურად მიიღეს ინფორმაცია მხარეში არსებულ ეპიდვითარებაზე და იმსჯელეს პაციენტების მკურნალობისა და მოვლის პროცესის ოპტიმიზაციაზე.

ივნისი 12 2021 წაკითხვა 1689 ჯერ

2020 წელს შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას ელ. სერვისების საშუალებით სთავაზობს.

ივნისი 09 2021 წაკითხვა 698 ჯერ

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 12 ივნისს, 10:00 დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებსა და დაწესებულებებს:

ივნისი 08 2021 წაკითხვა 675 ჯერ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) შესახებ, მერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.

ივნისი 07 2021 წაკითხვა 689 ჯერ

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი ქუთაისის საქალაქო  სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ივნისი 04 2021 წაკითხვა 716 ჯერ

დღეს იმერეთის რეგიონული ჰაბის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია, რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რაც მიღწეული იქნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

 

პრეზენტაციას დაესწრნენ იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები. 

 

შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო როგორც რეგიონული ჰაბის და ასევე პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ განმხორციელებელი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქტივობებს.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) საქართველოს მიერ, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

 

195748851 347421990072960 5825040418133006792 n

 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

 

გვერდი 78 სულ 146
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.