"ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი"- დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა აცხადებს, რომ კრიმინალისტებს გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ.
მისი თქმით, დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.
„12 წლის ბავშვი არის ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო. აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ“, - აცხადებს გარდაცვლილი გოგოს ბაბუა.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
