"გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავს დახვრეტილი სააკაშვილს" - ია მეტრეველი
მინდა, მივმართო ნოვერგიის საელჩოს, თუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამოვიდეს ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა, გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი სააკაშვილის, ვითომ უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
როგორც ია მეტრეველმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა, სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა, არის შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც სააკაშვილმა გაანადგურა.
„დღეს ბედავენ კიდევ და რეჟიმს ეძახიან დღევანდელ ლოიალურ ხელისუფლებას. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმის გამო, რაც აქვთ ჩადენილი. აუტანელი და გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, წინ ვეღარ მიდის, რადგან ბოროტი ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაქცევად და ყველაფერს აკეთებს, როგორ შეუშალოს ხელი ქვეყანას, რომ წინ არ წავიდეს. პირდაპირ ომი უნდათ, რომ დაიწყოს ქვეყანაში, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ როგორმე მეორე ფრონტი გახსნან აქ და წარმოიდგინეთ, რა გველის. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს აღარ და ვეღარ გაბედონ.
რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, ეს არის საზოგადოებისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, მინდა, მივმართო საელჩოს, თუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამოვიდეს ნორვეგიის ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა. ვინც ეს სიგელი გადასცა სააკაშვილს ვითომ ადამიანების უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია. გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი. როგორც შეიძლება, დაგვავიწყდეს იური ვაზაგაშილი, მამა დააკლეს შვილის საფლავზე, ამაზე დიდი საშინელება ვის შეიძლებოდა, გაეკეთებინა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს.
მივმართავ საელჩოს, გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაშია საქმე. ეს არის შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც გაგვანადგურა სააკაშვილმა და საუბედუროდ ნახევარ საქართველოზე მეტია ამ დღეში. ვფიქრობ, ეს იყო ლობისტების და დედამისის მიერ დაფინანსებული, რომელიც ჩაბრძანდა იქ და დიდი ამბით მიიღო ეს სიგელი. მომაკვდავი შვილის დედას ნამდვილად არ ჰგავს, ქალი ჭკუაზე არ არის თავისი პრანჭვა-გრეხვით, დავიღალეთ ამ ყველაფრის ყურებით. დღეს კიდევ ამდენი თანხები რომ აქვთ და ლობისტებს ფულებს უხდიან, ჩამოერთვათ ის ქონებები, რაც წაართვეს ჩვენ ხალხს. ფუფუნებაში რომ ბრძანდება საავადმყოფოში, გადაბრძანდეს ციხეში მით უმეტეს რომ ციხე აღარ არის ისეთი, როგორიც მას ჰქონდა. აღარ არის ჯოჯოხეთური ციხე, სადაც წამებით კლავდნენ ხალხს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები ნორვეგიის საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიისგან ჯილდოს გადაცემას აპროტესტებენ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"