როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს,
"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს,"- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს
- "ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მარტისთვის
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები" - სალომე ზურაბიშვილი
