წყნეთში, სკვერის მიმდებარედ დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა
წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, ადგილობრივები ცდილობდნენ, მოზარდს სასწრაფოს მოსვლამდე დახმარებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.
„სკვერში ბავშვები თამაშობდნენ და იქ როგორ უნდა გასულიყო დენი, ვერ ვხვდებით. სასწრაფოს მოსვლამდე მეზობლები ცდილობდნენ დახმარებას. სასწრაფო 45 წუთის განმავლობაში უტარებდა გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს“, - განაცხადა თვითმხილველმა.
სიახლეები
- ოპტიმიზმის მინუსები და პესიმისიზმის პლუსები: რატომაა ზოგჯერ სასარგებლო "შავი სათვალე"?
- "ირანს ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, დათანხმდებიან, თუ არა, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს"
- "მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება"
- "ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით"
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
