3-დან 12 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია
საჯარო სამსახურები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 30 აპრილს გამოსცა.
3-6 მაისი შრომის კოდექსით დადგენილი სააღდგომო უქმე დღეებია:
- 3 მაისი - დიდი პარასკევი;
- 4 მაისი - დიდი შაბათი;
- 5 მაისი - აღდგომის დღე;
- 6 მაისი - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი.
მთავრობის დადგენილებით, ამ დღეებს დაემატა 7, 8 და 10 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება.
შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებია ასევე:
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 მაისი − ანდრია მოციქულის ხსენების დღე, და 2019 წლიდან - „ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე“.
30 აპრილის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც უქმე დღეები არ გავრცელდება.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
მსგავსი დადგენილება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოსცა საახალწლოდ.
მისი გადაწყვეტილებით, 3-დან 5 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა - საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა გადაბმულად 9 დღის განმავლობაში დაისვენეს.
სიახლეები
- “როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი მოცლილია, მინდა, კომისიაზე დასწრება შევთავაზო” - წულუკიანი
- ლარის კურსი
- “ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“ – თეა წულუკიანი
- “თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის” - ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
- “ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც; ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, “მოლოტოვის კოქტეილი” ერთნაირად წვავს პოლიციელებს” – პაპუაშვილი