მსოფლიოს უდიდესი ონლაინ ჰაკათონი კორონავირუსის წინააღდეგ
ევროკავშირი მხარს უჭერს ღონისძიებას Global Hack კორონავირუსის წინააღმდეგ, კრიზიზის დაძლევისკენ მიმართული ჰაკათონის კონკურსში მონაწილეობა საქართველოსაც შეუძლია.
ევროკავშირი და ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერენ ღონისძიებას Global Hack – ონლაინ ჰაკათონს იდეების უსწრაფესი განვითარებისა და გაზიარების მიზნით დაუყოვნებლივ საჭირო გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კორონავირუსით გამოწვეული მიმდინარე პანდემიის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობა საქართველოსაც შეეძლება.
ღონისძიებაში Global Hack, რომელიც 9-დან 12 აპრილამდე მთლიანად ონლაინ ჩატარდება, მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები, მეცნიერები, ტექნიკური სფეროს ენთუზიასტები, ბიზნეს-ლიდერები და ნოვატორები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან და მთელი მსოფლიოდან.
ონლაინ ჰაკათონის ორგანიზატორები არიან Accelerate Estonia, Garage48 და Guaana, პლატფორმის Devpost მხარდაჭერით.
ევროკომისია დაახლოებით 75,000 ევროს გამოყოფს საპრიზო ფონდის სახით ღონისძიების Global Hack გამარჯვებული გუნდებისთვის. მთლიანი საპრიზო ფონდი საუკეთესო იდეებისთვის 100,000 ევროა.
გარდა ამისა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს სამთავრობო გამოწვევებს, რომლებმაც უნდა მოახდინონ გარღვევა სტარტაპების, მცირე ბიზნესის და ელექტრონული ჯანმრთელობის სექტორებში; ის ასევე უზრუნველყოფს ინსტრუქტაჟს პრაქტიკულად რეალიზებადი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად იმ სექტორებში, სადაც არის მათ საჭიროება.
ღონისძიება Global Hack მიზნად ისახავს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას მთელი მსოფლიოს ხალხებს შორის იდეების, ნოუ-ჰაუს და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად იმისათვის, რომ მათ შეძლონ კრეატიული და მოქნილი გადაწყვეტილებების შემოთავაზება. მსოფლიო დონის მენტორების და მაღალკვალიფიციური გუნდების გაერთიანებით შესაძლებელია გადაწყვეტილებების შემუშავება უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ჰაკათონზე წარმოდგენილი იქნება პერსპექტიული გადაწყვეტილებები იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ შეიძლება ციფრული ინოვაციების მოზიდვა ადგილობრივი სამეზობლოების დასაკავშირებლად და ყველზე უფრო დაუცველი ადამიანების დასახმარებლად.
ონლაინ ღონისძიებამ უკვე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება - სხვა გამოცემების პარალელურად, ის გააშუქეს მედია-საშუალებებმა Forbes, Silicon Republic და CNN - და მონაწილეობის მისაღებად მიიზიდა მსოფლიო დონის მენტორები, მაგ. სემ ალტმანი, ორგანიზაციის OpenAI აღმასრულებელი დირექტორი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ნეიროტექნოლოგი ხალია.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 6-12-კაცისგან შემდგარი გუნდის შეკრება იდეის მოწოდების მიზნით. გუნდის ლიდერმა რეგისტრაციაში უნდა გაატაროს იდეა და სახელი პლატფორმის Guaana საშუალებით. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეები აუდიტორიას გააცნობენ საკუთარ საუკეთესო და ყველაზე ბრწყინვალე იდეებს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და რეაბილიტაციის მხარდასაჭერად კრიზისის დამთავრების შემდეგ. reddit გვერდის საშუალებით ყველას შეუძლია იდეების გამოქვეყნება სხვა მომხმარებლებისგან გამოხმაურების მისაღებად, პარტნიორების საპოვნელად და წესების მოსაძიებლად გამოწვევების წარდგენის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"