"ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო" -გიორგი გაბუნია
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მან დღეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შეთავაზება მიიღო.
ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
„სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა. ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო, არ ვიცი, უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება. უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს. გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მომიწერია და შემიძლია თავისუფლად საუბარი.
ვიცი და ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან, რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს. რამზან კადიროვის მიღმა რა ხდება, არ ვიცი. ჩვენ ვიცით, რომ რამზან კადიროვი ამას პირადად არ აკეთებს. თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, რა თქმა უნდა, ამას რაღაც დაჯგუფება აკეთებს,“- განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის