"სოციალურად დაუცველებისთვის ქულათა მინიჭების სისტემა უნდა გაუქმდეს“ - მამუკა ტუსკაძე
„სოციალურად დაუცველების თემა ყოველთვის იყო პოლიტიკური მანიპულაციების საგანი“ - პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის ლიდერი, მამუკა ტუსკაძე სოციალურად დაუცველი პირებისთვის ქულების მინიჭების სისტემის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების სისტემა უნდა გავაუქმოთ. სისტემა არასწორად მუშაობს და დამოკიდებულია არა კომპიუტერზე, როგორც ამას გვიმტკიცებენ, არამედ კონკრეტულ აგენტზე, მის კეთილგანწყობაზე და ნება-სურვილზე. ზოგადად, ვფიქრობ, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი ხალხი ქვეყანას არც უნდა ჰყავდეს. დღეს 800 000 ადამიანს აქვს ეს სტატუსი და მათ შორის 400 000-ს აბსოლუტურად დაუმსახურებლად. რაც შეეხება დარჩენილ 400 000-ს, მათი უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქებში და ბუნებრივია, საარსებო საშუალებები სჭირდება. რაც შეეხება სოფლებს, იქ საარსებო საშუალება ყოველთვის მოიძებნება და აქ მართლა პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის პროცესი მიმდინარეობს. სულ რაღაც 0,1 პროცენტი შეიძლება საჭიროებდეს მსგავს დახმარებას. ისიც ან შშმ პირია და შესაბამისი თანხა უნდა მიიღოს, ან პენსიონერი და ღირსეული პენსია უნდა დაენიშნოს. რაც შეეხება ქალაქში მაცხოვრებლებს, ვფიქრობ, მათ ერთჯერადი დახმარება უნდა მიეცეს, მაგალითად, 1000 ან 2000 ლარი და მცირე დროში სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქე სამსახურით უნდა უზრუნველყოს, რომ მან სტატუსის მინიჭების გარეშე საარსებო რესურსის საკუთარი შრომით შოვნა შეძლოს,“ - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
(NS)
სიახლეები
- მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა
- "მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის " - გიორგი ვაშაძე
- გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
- "ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან" - მეუფე შიო
- "გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - სალომე ზურაბიშვილი