„არ შეიძლება 22 ლარი ვუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდა ქვეყნის კეთილდღეობას“ – მამუკა ტუსკაძე
„ვეტერანების თემა არის სამარცხვინო“ – ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული საბრძოლო მოქმედების მონაწილეების ფინანსური მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ მათ მიმართ გატარებული ღონისძიებები.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც თავი გადადეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ბევრად უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებენ.
„ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ისინი 22 ლარიან სამარცხვინო დახმარებას არ იმსახურებენ. დღეს ვეტერანების ძალიან დიდი ციფრი გვაქვს წარმოდგენილი. 18 ათასამდეა მათი რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით. სააკაშვილის დროს დევნილების უმრავლესობას მიენიჭა ეს სტატუსი. 3 მეზობლის დამოწმება იყო მაშინ საკმარისი. ბევრმა ეს ფაქტორი გამოიყენა. ბუნებრივია, თემა გადასამოწმებელია. გარკვეული პერიოდი უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და გადამოწმდეს ყველა ვეტერანის საკითხი. ჯანმრთელ, არასაპენსიო ასაკის ადამიანს დასაქმებაში ხელშეწყობა სჭირდება და არა 22 ლარიანი შემწეობა. სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს. საპენსიო ასაკის ხალხს, მით უმეტეს, თუ ზღვარის დაწევა მოხერხდა, ღირსეული პენსია და დანამატი უნდა მიეცეს. ომში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი შშმ პირია და თანხის გადახდა ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ის, რაც ახლა ხდება, ვგულისხმობ 22 ლარიან სუბსიდიას, არის ამ ადამიანების დაცინვა და მეტი არაფერი,“ – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
(NS)
სიახლეები
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
- მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ
- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
