დეკემბერი 19 2019 წაკითხვა 2205 ჯერ

საქართველოში ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა მოზარდებში თვითმკვლელობის შემთხვევები, რაც სხვადასხმა მიზეზითაა განპირობებული. ეკლესიური კანონმდებლობით, არ ხდება წესის აგება ადამიანისთვის, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დეკემბერი 19 2019 წაკითხვა 770 ჯერ

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გადასახვევთან სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დეკემბერი 19 2019 წაკითხვა 746 ჯერ

“ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლოა გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართოს და დაკავებული პირების წრეც გაიზარდოს. სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის ყოფილმა კლასელმა გოგონამ, რომელსაც სირაძის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს თვითმკვლელობა სცადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები - რა ხდებოდა დაკითხვის დროს და რატომ სცადა კიდევ ერთმა მოზარდმა თვითმკვლელობა.

დეკემბერი 18 2019 წაკითხვა 897 ჯერ

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგება მოხდება.



"15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება," - აღნიშნა ჯაღმაიძემ.



მოზარდმა სავარაუდოდ სამართალდამცავების ზეწოლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, რომელიც საავადმყოფოში გუშინ დაიღუპა.



აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ რადგან მოზარდმა სუიციდი გადაწყვიტა მართლმადიდებლური ეკლესია წესს არ აუგებდა.

დეკემბერი 18 2019 წაკითხვა 710 ჯერ

საზოგადოებრივი მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდუმარე პერფორმანსი გამართეს. მათ უწყების შენობის წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანეს.

დეკემბერი 18 2019 წაკითხვა 756 ჯერ

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ აღარ აინთება, მიზეზი 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა.

 

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება“,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

გვერდი 626 სულ 707
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.