ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის სიმართლე 15 წლის ლუკაზე ყველამ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა წავიკითხოთ:
მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არასრულწოვანის გარდაცვალებას ეხმაურება:
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტებს ეხმაურება.
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შმდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"კრემლ, წაუთაქე თავში ცხინვალს!
ერთია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც "ბი-ბი-სი" წერდა, საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ მეორეა ის, რომ რუსეთის წარმომადგენლების თითქოსდა იმედიანი განცხადებების ფონზე - მალე გათავისუფლდებაო, ექიმი ისევ პატიმრობაში რჩება.
ესე იგი, რა გამოდის? მოსკოვი ეუბნება ცხინვალს - საერთაშორისო სკანდალია ატეხილი, ჩემი რეპუტაციაც ფუჭდება, გაათავისუფლეო, მაგრამ ცხინვალი ჯიუტობს, არ ემორჩილება და ფეხებზე იკიდებს რუსეთს?
კი, მოსკოვს შეუძლია თქვას - რა ვქნა, ვეუბნები, მაგრამ სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ იცის თავისი საქმეო. არაერთხელ უთქვამს ასე.
მაგრამ კრემლ, კარგი ახლა, რა...
მაგ "სუვერენულ" სახელმწიფოს, თუ არ გიჯერებს, წაუთაქე თავში და ცოტა დაემუქრე კიდეც ყველას გასაგონად, ფულს აღარ მოგცემო და ვნახოთ მერე, რას იზამს.
თუმცა, როგორც ჩანს, ორივე გარიგებულები ხართ - მე გეტყვი გაათავისუფლე, მაგრამ შენ დამოუკიდებლობანა ითამაშე და არ გაათავისუფლოო.
გვატყუებთ, ხომ, თქვენი ჭკუით?
მოკლედ, ექიმი ახალ წელს თავის სახლში უნდა შეხვდეს."- წერს სიმონ კილაძე.
ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი... სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, საოცრად ადამიანური და დიპლომატი შემოქმედი, უნიჭიერესი რეჟისორი, ხელოვანი...
მასთან ყოველი საუბრისას კინოსამყაროს ახალი ჰორიზონტები იშლებოდა, პირადად ჩემთვის ცხოვრების უცხო და ახალი განზომილებების აღმოჩენა იყო კინოსამყაროს სახით.
ზაზამ ბრძოლის გარეშე მოიპოვა უანგარო, დაუყვედრებელი და ნაპატიები სიცოცხლე, ადამიანური ურთიერთობა ორ მოძმე ერს შორის.
ძალიან ვწუხვარ... ვიზიარებ საქართველოს წუხილს...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
შემოდგომის ღამეს კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა ცას, ჩაქრა და მიისვენა მარადისობაში..."
