„სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია“ – როგორია გიზო მელაძის წარმატების გზა

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ქართველ ახალგაზრდებში უკვე წლებია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სპორტის ეს მიმართულება ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც ათლეტისგან ფიზიკურ სიძლიერეს და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს.

 

ამ სტილის ჭიდაობაში საქართველოს მრავალი ოლიმპიური, მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია გიზო მელაძე.

 

ქართველმა ფალავანმა გიზო მელაძემ წარმატებული კარიერის მანძილზე, საქართველოს გამარჯვება მრავალგზის მოუტანა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

ის სხვა სპორტსმენებისგან ილეთის – „გდების“ შესრულების განსხვავებული ვერსიით გამოირჩევა, ამ ფაქტმა მას ძალიან გაუთქვა სახელი. ამ წვრთნის წყალობით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ ორი წელი იგებს შეჯიბრებებს. ზოგადად, გდება მოიცავს თავისა და მკლავის კომბინაციას. როგორც თავად აცხადებს სპორტის სამყაროში მის მიერ განვლილი გზა არც თუ ისე მარტივი იყო. სწორედ თავდაუზოგავმა შრომამ მას არაერთი წარმატება მოუტანა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ.

 

4tggg

 

საკუთარ მიღწევებზე FirstNews.ge-ს გიზო მელაძე ესაუბრა.

 

- ​როდის დაიწყო თქვენი სპორტული ცხოვრება და შემდეგ კი კარიერა?

-​ ჩემი სპორტული ბიოგრაფია 8 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ ცხოვრების სტილად იქცა.

სპორტის სამყაროში ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიწია და თავდაუზოგავად შრომა დამჭირდა. თუმცა, სირთულეების მიუხედავად არასდროს მითქვამს მასზე უარი. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შესძლებოდეს და არჩევანის წინაშე რომ ვიდგე ისევ ამ გზას ავირჩევდი, რადგან სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩამომაყალიბა.

 

370259617 653448513664381 6758286128605411478 n

 

-​ როგორ მიაღწიეთ წარმატებას და როგორი იყო ეს გზა?

- ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ილეთია „გდება“. მე ბუნებრივად მაქვს ნიჭი, რომ ეს ილეთი ორივე მხარეს - მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირი სიზუსტით შევასრულო. ამ ყველაფერმა მომცა საშუალება, რომ „გდების“ საკუთარი ინტერპრეტაცია შევიმუშავე, დროთა განმავლობაში კი დავხვეწე და თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიყენებ. ეს ძალიან დამაბნეველია მოწინააღმდეგისათვის, მე კი გამარჯვების შესაძლებლობას მაძლევს. სწორედ ამ ილეთის დამსახურებით არაერთი გამარჯვება მოვიპოვე.

  • მონაწილეობას ვიღებდი მსოფლიო ჩემპიონატში და გავხდი ბრინჯაოს პრიზიორი (2014-59კგ). შედეგ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2014-55კგ). ასევე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი (2015 - 55კგ).
  • 2015 წელს ვიღებდი მონაწილეობას ევროპის ოლიმპიადის ჩემპიონატში, რომელიც ბაქოში, აზერბაიჯანში ჩატარდა.
  • 2019 წელს ვიღებდი მონაწილეობას Vehbi Emre & Hamit Kaplan Tournament, სადაც მე-9 ადგილი მოვიპოვე.
  • იმავე წელს მივიღე მონაწილეობა International Ukrainian Tournament, სადაც მე-9 ადგილი მოვიპოვე და ასევე ვიასპარეზე Kartozia & V. Balavadze Price, სადაც მე-8 ადგილი მოვიპოვე.
  • 2021 წელს ვიღებდი მონაწილეობას International Ukrainian Tournament, სადაც მე-9 ადგილი მოვიპოვე.
  • ვარ საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2019-60კგ).

 

384573540 669732295289667 4314686708679072388 n

 

-​ კონკრეტულად რა მიღწევები გაქვთ?

- მეორე ადგილი(50კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (ფრეიდენფელდსის მემორიალი) 2012, რიგა, ლატვია;

მეორე ადგილი(46კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (სალაძის თასი) 2013, თბილისი, საქართველო;

მესამე ადგილი(55კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2014, ზაგრები, ხორვატია;

მესამე ადგილი(55კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (ვახტანგაძის თასი) 2014, ბათუმი, საქართველო;

მესამე ადგილი(55კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2014, კატოვიცე, პოლონეთი;

პირველი ადგილი(55კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (ფრეიდენფელდსის მემორიალი) 2014, რიგა, ლატვია;

მესამე ადგილი(59კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (სირაკოვის და ილიევის მემორიალი) 2016, სოფია ბულგარეთი;

370244281 6797996230320645 7497688530389893013 n

371503495 867870351458447 2731952058182311363 n

- FirstNews.ge თქვენს საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ.

- დიდი მადლობა.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 2344 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 07 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.