საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
შესაბამისი განცხადება პრემიერმა გააკეთა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გულშემატკივრები და ნაკრების წევრები გამარჯვებას ზეიმობენ.
„დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 26 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
