BBC russian - "დრაგონის“ გაფრენიდან - ვაქცინის შექმნამდე“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») სათაურით „დრაგონის“ გაფრენიდან - ვაქცინის შექმნამდე“ გამოაქვეყნა 2020 წლის ძირითადი სამეცნიერო მიღწევების ჩამონათვალი, რომელშიც 5 დასახელების მოვლენა შეიტანა.

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტური ვერსიის პუბლიკაციას:

 

„2020 წელს ზოგადად იღბლიან წელს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მეცნიერებისათვის ის  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მოკლედ ჩამოვთვალოთ 2020 წლის 5 მთავარი სამეცნიერო მიღწევა:

 

„კოსმოსური ტაქსი“

როგორც იქნა, კომპანია SpaceX-ის ხომალდმა „დრაგონმა“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში პირველი კომერციული მისია განახორციელა: ამის მიზნის შესახებ ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა.

 

გენეტიკური მაკრატელი

ქიმიკოსებმა ემანუელ შარპანტემ და ჯენიფერ დუდნამ ნობელი პრემია მიიღეს ქიმიის დარგში. უკვე შეიძლება ადამიანის დნმ-ის შემადგენლობიდან სასურველი ფრაგმენტის (კოდის) „ამოჭრა“ და მისი შეცვლა. ეს ხელს შეუწყობს გენეტიკური დაავადებების მკურნალობას, თუმცა მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაარკვიეს, რა ცვლილებებს გამოიწვევ ორგანიზმში დნმ-ის ფრაგმენტების ამოჭრა-ჩანაცვლებები.

 

 „კორონავირუსის ვაქცინა“

მთელი დედამიწა მოუთმენლად ელოდა კორონავირუს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. კოვიდმა უკვე ჩვენი პლანეტის მილიონნახევარზე მეტი მცხოვრები შეიწირა. თავდაპირველად მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ვაქცინა მხოლოდ 2021 წლის შუახანებისთვის შეიქმნებოდა, მაგრამ უკვე 2020 წლის მიწურულისთვის ადამიანების ასაცრელად სამი ვაქცინა მოწონებულია. პირველი - «Спутник-V“, რომელსაც 91,4%-იანი ეფექტურობა აქვს, მეორე -  Pfizer/Biontech – 95%-იანი ეფექტურობით და მესამე - Moderna, 94,%-იანი ეფექტურობით. თუ ყველაფერი ნორმალურად განვითარდება, ეს ვაქცინები კორონავირუსს ჩვეულებრივ სეზონურ ინფექციად გადააქცევს. ამასთან, ამ ვაქცინებს აქვთ თავიანთი პლუსები და მინუსები: დასავლელი მეცნიერები რუსულ ვაქცინას - «Спутник-V“-ს  არ ენდობიან, რადგან მისი გამოცდის შედეგების თაობაზე სრული ინფორმაცია ცნობილია არაა. ვაქცინა Pfizer/Biontech მხოლოდ 70 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, ამიტომ მისი გადატანა და გამოყენება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვაქცინა ალერგიით დაავადებულებისათვის მიზანშეწონილი არ არის.

 

კიბოს უჯრედების გაშიფვრა

კინოს უჯრედების გაშიფვრის მიზნით კვლევა 10 წელი მიმდინარეობდა. ამ მიღწევის სარგებლობა იმაშია, რომ დიაგნოზი ყველაზე ადრეულ სტადიაზე დაისმება და მკურნალობაც იოლი გახდება. ასევე არ იქნება დაშვებული შეცდომებიც: ერთი ავადმყოფი ადამიანის კიბოს გენომე სხვა ავადმყოფისაგან გენომესაგან რადიკალურად იქნება განსხვავებული.

 

მარჯნის ზღვის ფსკერი

ავსტრალიასთან ახლოს, მარჯნის ზღვის ფსკერზე (1800 მეტრ სიღრმეზე), იქ სადაც ცნობილი „დიდი ბარიერული რიფი“ მდებარეობს (მას სხვაგვარად „წყალქვეშა მარჯნის ქედს“ უწოდებენ), მეცნიერებმა პირველად ჩაუშვეს რობოტი, რომელმაც ზღვის ფსკერის 38 ათას კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული მდგომარეობა დააფიქსირა. მკვლევარებმა გამოიკვლიეს „მარჯნის ქედი“ და ძალზე უიმედო დასკვნა გააკეთეს: 2100 წლისათვის „ქედი“ მთლიანად გაქრება. მიზეზი: კლიმატური დათბობა და ზღვის წყლის შემადგენლობის ცვლილება.

წყარო: https://www.bbc.com/russian/media-55438167

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 481 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.