მოხდება თუ არა არეულობები 20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე
“ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ხუთი დღეა დარჩენილი, შეერთებულ შტატებში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ქვეყანაში ნებისმიერ სცენარს ელოდებიან, ზოგიერთი ძალოვანი სტრუქტურები ბაიდენს იმასაც კი სთხოვენ, რომ ცერემონია არა კონგრესის შენობის გარეთ, არამედ შიგნით შენობაში ჩატარდეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების მომხრე იყო 231, წინააღმდეგი - 197. ამასთან, იმპიჩმენტის მხარდამჭერთა შორის ათი რესპუბლიკელია. წინააღმდეგი არც ერთი დემოკრატი არ ყოფილა. როგორც ექსპერტი უსფართხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ საქმე სენატამდე არ მივა და ტრამპი თანამდებობაზე 20 იანვრამდე დარჩება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოხდება თუ არა არეულობები 20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და დარჩება თუ არა ტრამპი პოლიტიკაში”.
“იმპიჩმენტი დემოკრატებმა გამოხატეს და რესპუბლიელების პოზიციები ამ კუთხით საკმაოდ განსხვავებულია, ეს საქმე სენატამდე არ მივა, სენატში რესპუბლიკელებს უმრავლესობა გააჩნიათ და ამას, როგორც ჩანს, არ განიხილავენ ან განიხილავენ იმ დროს, როცა ინაუგურაცია შედგება, თუმცა ამერიკის კონსტიტუციით, შეიძლება ისიც მოხდეს, რომ უბრალოდ ტრამპს აუკრძალონ, 2024 წელს კვლავ კანდიდატი გახდეს. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპს საკმაოდ სერიოზული პოზიციები გააჩნია და პარტია მის კანდიდატურას დიდი ალბათობით 2024 წელს კვლავ წამოაყენებს, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მონაცემებით ასეა, თუმცაღა 20 იანვრისთვის ამერიკაში საკმაოდ სერიოზულ გართულებებს მოელიან - სადაც კაპიტოლიუმში შეჭრა და დაკავება მოხდა, ახლა უკვე ყველა სცენარია მოსალოდნელი. ზოგიერთი ამერიკული ძალოვანი სტრუქტურა ბაიდენს სთხოვს, რომ ინაუგურაცია ჩაატარონ კაპიტოლიუმის შიგნით და არა გარეთ, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული უსაფრთხოების პრობლემები არსებობს, ათასობით ეროვნული გვარდიელი უკვე კაპიტოლიუმის შენობაშია და სიტუაციას ამაგრებს. იმ მოვლენების შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ეს სავსებით ლოგიკურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“იმპიჩმენტს მხარი ვიცე-პრეზიდენტმა პენსმაც არ დაუჭირა, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და მისი ეს უარი დემოკრატებისათვის საკმაოდ სერიოზული წინაღობაა. არა მგონია, რომ დემოკრატებმა ტრამპის იმპიჩმენტის გამოცხადება შეძლონ. ჩემი აზრით ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე ბაიდენის ინაუგურაციამდე იქნება”, - დაასკვნის მაისაია. მას შემდეგ, რაც ტრამპს გარკვეულმა სოციალურმა პლატფორმებმა, მათ შორის ფეისბუქმა და ტვიტერმა ანგარიშები დაუბლოკეს, მისი მხარდამჭერები რუსულ ტელეგრამზე გადავიდნენ, რაზედაც მაისაია ამბობს, რომ ეს პლატფორმა პუტინის ოპოზიციონერს ეკუთვნის და ისეთივე დემოკრატიულია, როგორიც ფეისბუქი.
“რუსული “ტელეგრამი” ეს არ ნიშნავს, რომ პუტინის კონტროლირებადი სოციალური მედიაა, ეს პლატფორმა პაველ დუროვმა შექმნა, ესაა ოპოზიციური მედიამფლობელი, რომელიც პუტინს უპირისპირდება და რამდენადაც ვიცი, ამ პლატფორმას უცხოური აგენტის სტატუსი აქვს და “ეფესბე” მოითხოვდა, რომ ტელეგრამს მისთვის მონაცემები გადაეცა. სერიოზული პრობლემები იყო, მოსკოვში ტელეგრამის ოფისები დაიხურა და დუროვი ლონდონში ცხოვრობს, რუსული წარმოშობის პლატფორმა არ ნიშნავს, რომ პუტინის მიერ კონტროლირებადია, ეს უფრო სტერეოტიპული მიდგომაა, ისეთივე დემოკრატიული პლატფორმაა, როგორიც ფეისბუქი”, - განმარტავს რესპონდენტი, ხოლო შეკითხვაზე - “რა არის მოსალოდნელი ინაუგურაციის დღეს”? - პასუხობს:
“შესაძლოა ექსცესები იყოს - ზოგიერთი ამერიკული სამხედრო მოსამსახურე პოსტს ტოვებს და იატაკქვეშა არმიების რიგებში გადადის ანუ გასამხედროვებული ფორმირებები იქმნება. ასე რომ ნებისმიერი მოვლენაა მოსალოდნელი, არანაკლები, როგორიც კაპიტოლიუმის შტურმის დროს განხორციელდა. სამწუხაროდ რეალობა ისეთი გახდა, რომ 20 იანვარს ნებისმიერი სცენარია მოსალოდნელი, სამწუხაროდ, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და რა მოხდება არავინ არ იცის. არმიის შერჩევაც კი დაიწყეს, სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტირებები მიდიოდა,. რომ ისინი რამდენად არიან მომზადებულები, დუღილის ტემპერატურა საკმაოდ აწეულია”.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო