რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ესტონური მასმედია საბჭოთა პერიოდის ინფექციურ დაავადებებს იხსენებს და ცდილობს ახსნას ის გარემოება, თუ რატომ არ იყო (ან იყო და მალავდნენ) იმ დროს ეპიდემიები.

ასე მაგალითად, გაზეთი „პოსტიმეესი“ («Postimees») სტატიაში სათაურით „რატომ არ ავადდებოდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?“.

 

ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს ის განუმეორებელი ხმა, რაც ჭიქის წყლით გავსების შემდეგ ისმოდა ხოლმე და ის ფასი, რასაც ერთ ჭიქა სიროფიან თუ უსიროფო გაზიან წყალში იხდიდნენ. იმ დროს, პაპანაქება სიცხეში, ჭიქა ცივი წყლის დალევა თითქმის უფასოდ ნამდვილად ღვთიური სიამოვნება იყო: 1 კაპიკი უსიროფო და 3 კაპიკი - სიროფით: ეს იყო „რკინის ტარიფი“, რომელიც ათწლეულების მანძილზე არ იცვლებოდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჭიქებით, რომლებიც სიმბოლურად ცივი წყლით „ირეცხებოდა“, არავინ არ ავადდებოდა არანაირი ინფექციით.

 

 

რით შეიძლება აიხსნას ეს საიდუმლოება?

 

დიახ, მინის წახნაგიან, დაკუთხuლ ჭიქებს არც მდუღარე წყლით არ უკეთებდნენ დეზინფექციას, არც ქლორიანი და არც უბრალოდ საპნიანი ხსნარით. ამის მიუხედავად, არავის არ გაუგია, რომ ვინმე ოდესმე ამ საერთო მოხმარების ჭურჭლით დაავადებულიყო. საბჭოთა მოქალაქეებს ეს საკითხი საერთოდ არ ადარდებდათ და რიგში დგომის გარკვეული დროის შემდეგ, სიამოვნებით სვამდნენ ხილის სხვადასხვა გემრიელი სიროფით გაზავებულ გაზიან ცივ წყალს იმ ჭიქებით, რომლებითაც მანამდე სრულიად უცნობმა ადამიანებმა ისარგებლეს... და რაც უფრო საკვირველია დღეს, ბავშვებსაც კი წყალს იმავე ჭიქებით ასმევდნენ...

 

დღეს შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ ხდებოდა იმ დროს ეპიდემიები - ვთქვათ, სიფილისის ან ტუბერკულოზის, ჰერპესის და სხვა არასასიამოვნო და სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებების თვალსაზრისით.

 

ამასთან, დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: ბევრი ექიმი დარწმუნებულია, რომ დასნებოვნება ხდებოდა, მაგრამ მცირერიცხოვანი სახით და მათზე საჯაროდ საუბარი საზოგადოებაში მიღებული არ იყო. როგორც არ უნდა დაცული ყოფილიყო სანიტარული წესები, საერთო ჭიქების სარგებლობით უბრალო დიზენტერია მაინც გავრცელდებოდა, მაგრამ გასაგებია, რომ ინფორმაცია ასეთი შემთხვევების შესახებ „სანეპიდსადგურებისა“ და სამინისტროების კედლებში რჩებოდა. რიგითმა მოქალაქეებმა სტატისტიკური მონაცემები არ იცოდნენ, ამიტომაც მშვიდად აგრძელებდნენ გაზიანი წყლის სმის სასიამოვნო პროცედურას...

 

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ინფექციის გავრცელების საფრთხე საყოფაცხოვრებო გზით, ანუ საერთო ჭურჭლის და სხვა მსგავსი ნივთის ხმარებით, ძალიან არის გადაჭარბებული. და თუ მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კომერციული ინტერესთან: სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების გაყიდვის დონე პირდაპირ პროპორციულია იმ შიშთან, რომელიც მოქალაქეებს შეიძლება გაუჩნდეთ - „რაიმე ინფექცია არ ავიკიდოთ საერთო ჭიქისა თუ პირსახოცის ხმარებითო“.

 

ისე, ობიექტურობის პრინციპს თუ დავიცავთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰეპატიტით, ტუბერკულოზით, სიფილისით დაავადების შანსი ჭიქიდან გაზიანი წყლის მოწრუპვით თითქმის ნულოვანია: სიფილისი სქესობრივი გზით გადადის, ჰეპატიტი - სისხლით, ტუბერკულოზის ჩხირები კი მინაზე მოხვედრისას საერთოდ იღუპებიან. ასევე არ არსებობს შიდსით დაავადების საფრთხეც.

 

აი, რაც შეეხება ანგინას და ჰერპესს, ამ ინფექციებით დასნებოვნება შეიძლება. მაგრამ ისევ ობიექტურობის პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ამისათვის შესაბამისი პირობებია საჭირო - როგორც მინიმუმი, შესუსტებული იმუნიტეტი მაინც. ძლიერი ორგანიზმი, როგორც წესი, ასეთ ვირუსულ შეტევებს წარმატებით იგერიებს. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ „საშინელ საბჭოთა პერიოდში“ საერთო მოხმარების ჭიქები, ასე თუ ისე, მაინც ირეცხებოდა - ბევრს გახსოვთ, ალბათ, რომ გადაბრუნებულ ჭიქას გაზიანი წყლის აპარატის ნაკვეთურში დადებდით, ხელს დააჭერდით და წყლის საკმაოდ ძლიერი ჭავლი წარმოიქმნებოდა... ეს პროცედურაც ძლიერ ამცირებდა დაავადების ალბათობას.

 

წყარო: https://limon.postimees.ee/7255378/pochemu-v-sssr-vse-pili-gazirovku-iz-odnogo-stakana-i-ne-boleli

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

წაკითხვა 555 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.