უკრაინის თავდაცვის სამი სტრატეგიული ხაზი და ბახმუტის მნიშვნელობა
“ბახმუტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რუსულ ძალებს გზა გაეხსნებათ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დასაპყრობად”, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა.
“გვესმის, რომ ბახუტის შემდეგ შეძლებენ უფრო შორს წასვლას. ბახმუტის შემდეგ რუსების გზა გაიხსნება უკრაინის სხვა ქალაქებისკენ, დონეცკის მიმართულებით, ამიტომ დგანან ჩვენი ბიჭები იქ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბახმუტის დაცვისას უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ხალხზე ზრუნვა. “ჩვენ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ხალხზე. არავინ უნდა იყოს ალყაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მქონდა შეხვედრა სამხედრო მეთაურებთან. ისინი ყველანი საუბრობენ, მტკიცედ უნდა ვიდგეთ ბახმუტში, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეზე. მაგრამ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია” - ამბობს ზელენსკი. სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ბახმუტს ძალიან დიდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის ხელს უშლის რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში. მან ისაუბრა, უკრაინის ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვის სამ ხაზზე, რომლის გადალახვის შემთხვევაში, ძალიან დიდი ტერიტორიები მოექცევა რუსეთის ანექსიაში”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის თავდაცვის სამი სტრატეგიული ხაზი და ბახმუტის მნიშვნელობა.
“ბახმუტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ რგოლს, წერტილს, რომელიც მოიცავს უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვის ხაზს, რომელიც გადის სოლედარიდან, უგლედარის ჩათვლით და დაახლოებით ეს მონაკვეთია, რომელიც ქალაქ დონეცკის მიმდებარე ტერიტორიებს წარმოადგენს. ეს არის საკმაოდ სერიოზული თავდაცვითი ხაზი. მეორე თავდაცვის ხაზი, რომლის გარღვევას რუსები ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებისას ცდილობდნენ. აქ არის სოლედარი, ბახმუტი, მარინკა, ავდიივკა და უგლედარი, მთელი ეს ხაზია. რუსების საოკუპაციო ჯარებმა და ვაგნერის დაქირავებულმა მებრძოლებმა თუ უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის ხაზი გაარღვიეს, მაშინ, ისინი გადიან მესამე თავდაცვის ხაზზე: ეს არის სევერსკი, კრამატოვსკი, სლოვიანსკი, და თუ ესეც დაიკავეს, მაშინ იქნება მთლიანად დონბასის, ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის, რეგიონების მთლიანად ოკუპაცია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ამ ოკუპირებული ტერიტორიების მეშვეობით რუსებს შეუძლიათ გავიდნენ ოპერატიულ სივრცეზე სამი მიმართულებით - პირველი ეს არის ხარკოვის მიმართულება, მეორე დნეპრი და მესამე ზაპოროჟიე. შეიძლება სამი მიმართულებით განავითარონ უკვე სტრატეგიული შეტევა. ასე რომ უკრაინის მეორე ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ამიტომ, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მისცა ბრძანება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რომ ბოლომდე დაიცვან და მოიგერიონ რუსული ოკუპანტთა შეტევები. თუ რუსეთის მიერ გახდა კონტროლირებად ბახმუტი, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შემდგომ ოკუპაციას”, - დასძენს მაისაია.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი