"ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჩაის პლანტაციებში ქართველები სენეგალელებმა შეცვალეს“
თურქული გაზეთის „ჰურიეთ“-ის («Hürriyet») დღევანდელ, 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჩაის პლანტაციებში ქართველები სენეგალელებმა შეცვალეს“.
„კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებელი სასაზღვრო ბარიერების გამო თურქეთის რიზეს პროვინციაში ქართველი მეჩაიეები ვეღარ დადიან. შექმნილი სიცარიელე სენეგალელმა, უზბეკმა და ავღანელმა ჩაის მკრეფავებმა შეავსეს.
ადრე ქართველებს სულ რაღაც ერთი საათი ჭირდებოდათ თავიანთი ქვეყნიდან რიზეში სეზონურ სამუშაოზე მისასვლელად, მაგრამ „კოვიდ-19“-ის ეპიდემიამ მათი გეგმები რადიკალურად შეცვალა. საერთოდ, უცხოელი მიგრანტების მუშაობით ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც მიწებს ფლობს, კმაყოფილია და აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მათ დაქირავებას, აქცენტს კი განსაკუტრებით აფრიკელებზე - სენეგალელებზე კეთდება.
დღეისათვის რიზეში ყველაზე დიდი პოპულარობით, თავიანთი შრომისმოყვარეობის გამო, სამი სენეგალელი მიგრანტი სარგებლობს: ჯებრალ გაიე, მუსა სისი და მუჰამედ დრამი. თითოეული მათგანი ჩაის კრეფით დღეში 250-მდე ლირას (დაახლოებით 37 დოლრას) გამოიმუსავებს და ეს იმ დროს, როცა 2020 წლის მონაცემებით, ჩაის მკრეფავთა დღიური საშუალო გამომუშავება 98 ლირას (15 დოლარს) არ აღემატება. სენეგალელები ზალზე კმაყოფილნი არიან შრომის შედეგებით“, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის დასასრულს გადმოცემულია ჯერ ოსმალეთის იმპერიაში, მოგვიანებით კი თურქეთის რესპუბლიკაში ჩაის კულტურის გაშენების ისტორია: ოსმალებმა ჩაი 140 წლის გაიცნეს, სულთან აბდულჰამიდ მეორეს მმართველობის დროს. ჩაის ბუჩქები დაირგო იმპერიის სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ვერ გაიხარეს. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ჩაისათვის ყველაზე კარგი რეგიონი შავიზღვისპირეთია. 1930-იან წლებში თურქებმა საქართველოს სსრ-ში დიდი რაოდენობით ჩაის ნერგები და თესლი შეიძინეს რიზეს პროვინციაში გასაშენებლად. 1947 წელს, თურქეთის რესპუბლიკაში პირველად, ჩაის ფაბრიკაც რიზეში აშენდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.hurriyetdailynews.com/senegalese-workers-replace-georgians-in-tea-gardens-due-to-pandemic-restrictions-155559
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
