"სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავება მოსკოვმა დაგეგმა"

რადიო „ეხო მოსკვის“ («Эхо Москвы») პროგრამაში „განსაკუთრებული აზრი“ («Особое мнение») 23 ივლისის საღამოს ისაუბრეს ჟურნალისტებმა ალექსეი სოლომინმა და მაქსიმ შევჩენკომ. საუბრის თემატიკა: წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევა, თურქეთის საშინაო პოლიტიკა, რუსეთ-თურქეთის ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობა, რატომ არის კონსტანტინეპოლი „მეორე რომი“ და რატომ არ არის მოსკოვი „მესამე რომი“, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების მიზეზები და ა.აშ. საუბრის დროს, რასაკვირველია, საქართველოც მოიხსენიეს.

 

გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:

 

ალექსეი სოლომინი: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავება ჩვენთვის სიურპრიზი იყო...

 

მაქსიმ შევჩენკო: და რა სიურპრიზი, როცა კონფლიქტის გამწვავება თვითონ მოსკოვმა დაგეგმა? ეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ირგვლივ ხდება. იმიტომ, რომ როცა სომხური ქვემეეხები და ნაღმტყორცნები მილსადენისადმი პირდაპირი სროლის არეალში აღმოჩნდნენ... იმ მილსადენის ახლოს, რომლებიც აზერბაიჯანის ეკონომიკას კვებავს, ეს ფაქტი კავკასიის სიტუაციას სულ სხვაგვარად წარმოაჩენს. იმწუთში ყველამ გაიხსენა, რომ არსებობს რუსეთ-საქართველოს შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იქნა ხელმოწერილი და რომელიც, 2008 წლის ომის მიუხედავად, არ გაუქმებულა (მისი მოქმედება მხოლოდ შეჩერდა), რომლის მიხედვით, თუ სომხეთი სთხოვს, რუსეთს აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო-სატრანსპორტო დერეფანი შექმნას, ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის გავლით.

 

ალექსეი სოლომინი: რუსეთი ხომ არასოდეს არ ყოფილა კონფლიქტის მხარე...

 

მაქსიმ შევჩენკო: თქვენ, რა სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ? რუსეთი მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში. რუსეთს სომხეთის ტერიტორიაზე თავისი ჯარები ჰყავს, სომხეთის საზღვრებს რუსი მესაზღვრეები იცავენ და რაზეა ლაპარაკი? 

 

ალექსეი სოლომინი: რუსები კონფლიქტის გამწვავების დროს მშვიდობისმყოფლის როლს ასრულებენ...

 

მაქსიმ შევჩენკო: რუსეთი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრი, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრი, ვთქვათ, სომხეთი, განაცხადებს, რომ მას აზერბაიჯანი თავს დაესხა, მაშინ მოსკოვი ვალდებულია ომში ერევნის მხარეზე გამოვიდეს. ასეთ დროს არ არის გათვალისწინებული არავითარი მშვიდობისმყოფლობა. რუსეთი ვალდებულია იომოს. ასეთივე ვალდებულება აქვთ „ოდკბ“-ის სხვა წევრებსაც - ბელარუსს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს... მოკლედ, ისევ თურქეთს რომ დავუბრუნდეთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ბიზნეს-პარტნიორების დამოკიდებულებას ჰგავს, რომლებიც, ერთი მხრივ, ერთმანეთთან ვაჭრობენ, მეორე მხრივ, კონკურირებენ - აი, ჩვენ ახლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს გადაგიჭრით, თუ „თუქული ნაკადის“ მიმართ დიალოგს არ გააგრძელებთ“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://echo.msk.ru/programs/personalno/2680461-echo/

 
წაკითხვა 555 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.