სიმსუქნისა და კორუფციის ურთიერთკავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

ამერიკულ ჟურნალ «Economics of Transition and Institutional Change»-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „სიმსუქნისა და კორუფციის ურთიერთკავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, რომლის ავტორია ფრანგი მეცნიერი პავლო ბლავატსკი.

მან 15 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში კორუფციის დონისა და მაღალჩინოსნების წონის ურთიერთკავშირი გამოიკვლია.

 

მეცნიერმა გაანალიზა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მთავრობების 299 წევრის წონა, რომლებსაც თანამდებობები 2017 წელს ეკავათ შემდეგ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ბელარუსში, ესტონეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, რუსეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში.

 

ჩინოვნიკების წონის განსაზღვრისათვის მეცნიერმა ისარგებლა კომპიუტერული მზერის ტექნოლოგიით, რომელიც აანალიზებს რამდენიმე წლის განმავლობაში ფოტოსურათებს და ვიდეოგამოსახულებებს და მათ საფუძველზე  წონას ადგენს. პარალელურად კორუფციის დონის შეფასება განისაზღვრა Transparency International-ის, მსოფლიო ბანკისა და რიგი ევროპული ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით.

 

შეისწავლა რა კორუფციის დონის ოფიციალური სტატისტიკა, მეცნიერმა მინისტრების ჭარბი წონისა და პოლიტიკური კორუფციის ურთიერთკავშირი დაადგინა.

 

როგორც გაირკვა, 15 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში 96 ჩინოვნიკი ჩვეულებრივზე უფრო მეტად მსუქანია და მათმიმართ  ჭარბი წონის ტენდენცია შეინიშნება.

 

გამოკვლევის თანახმად, კორუფციის დონისა და მინისტრების სიმსუქნის მიხედვით  პირველ სამეულში ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი აღმოჩნდნენ. შემდეგ მოდის უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბელარუსი. რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებენ საქართველო, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.

 

გამოკვლევის შედეგად გაკეთდა დასკვნაც, რომ რაც უფრო მსუქნებია კორუმპირებული ქვეყნების მინისტრები, მით უფრო გამხდრები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები.

 

ამასთან, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, კორუფციისა და წონას შორის აღმოჩენლი კავშირის მიუხედავად, ეს მაჩვენებლები მაინც ზუსტი არაა და მათი მიხედვით, ქვეყანას კორუმპირებულს ვერ უწოდებ, თუმცა პავლო ბლავატსკი მაინც მიუთითებს, რომ ამ მონაცემებს ყურადღება უნდა მიექცეს, მათ შორის დინამიკაშიც. მას მაგალითის სახით იმოწმებს სომხეთს, სადაც 2018 წელს მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მთავრობა გადადგა და ადგილი ოპოზიციურ ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს დაუთმო. ახალი მთავრობის მოსვლით ქვეყანაში კორუფციის დონე შესამჩნევად შემცირდა. ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში მინისტრების საშუალო წონის ინდექსი 31,2-ია, ხოლო სერჟ სარგსიანის მთავრობაში ინფექსი 32,1 იყო.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1111/ecot.12259

https://eurasianet.org/obese-politicians-signal-corruption-study-finds

წაკითხვა 504 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.