"ეს ჯერ კიდევ არ არის „მაიდანი“- ლუკაშენკოს წასვლა კრემლისთვის პრობლემას წარმოადგენს“
უცხოური მასმედიის ერთ-ერთი მთავარი თემას ბოლო დღეებში ბელარუსში შექმნილი სიტუაცია წარმოადგენს.
სტატიები იბეჭდება როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ პრესაში. როგორც ცნობილია, გუშინ, კვირას, მინსკში ორი მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა, რომლებშიც ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times)გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბელარუსში უკმაყოფილო მოსახლეობა ჯიუტი პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგის საპასუხოდ შეიკრიბა“ (ავტორები - ივან ნეჩიპორენკო და ებდრიუ ჰაგინსი), რომელშიც ერთმანეთს არის შედარებული მინსკში ჩატარებული ორი მიტინგის ხასიათი.
გერმანულ პრესაში - გაზეთ „იუნგე ველტ“-ში («Junge Welt») სათაურით - „ეს ჯერ კიდევ არ არის „მაიდანი“: ლუკაშენკოს წასვლა კრემლისთვის პრობლემას წარმოადგენს“ (ავტორი - რეინჰარდ ლაუტერბახი). „ჯერ-ჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ხელისუფლებას ინარჩუნებს. ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც ბელარუსი ეკონომიკურად არის დამოკიდებული და რომელსაც შეუძლია იგი ხელისუფლებიდან წასვლაზე აიძულოს, ეს რუსეთია. მოსკოვი არ არის წინააღმდეგი, თუ ლუკაშენკოს პოზიციები შესუსტდება, მაგრამ თუ მას წასვლა მოუწევს, მაშინ შედეგები რუსეთს პრობლემებს მოუტანს“, - ნათქვამია სტატიაში.
ბელარუსის შესახებ მასალები ჭარბობს რუსული პრესის თითქმის ყველა წამყვან გაზეთში.
„კომერსანტი“ («КоммерсантЪ») სტატიაში „წაგებული გამარჯვებული“ წერს, რომ კვირას გამართული ალექსანდრე ლუკაშენკოს მომხრეთა მიტინგი, მოწინააღმდეგეების მიერ ცატარებული მიტინგის ფონზე, ძალიან უბადრუკად გამოიყურებოდა. „საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად პრეზიდენტის გარემოცვაში ქუჩის დუელის მოწყობა, უცნობია, მაგრამ ის, რომ ამ დუელის დროს პრეზიდენტი „სასიკვდილოდ დაიჭრა“, ეს უკვე ფაქტია“, - აღნიშნავს გაზეთი.
„ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკმაყოფილო ბელარუსებმა „ბატკას“ რაოდენობით აჯობეს“ მიმოხილულია მინსკის მიტინგები და ექსპერტთა მოსაზრებები. „ალექსანდრე ლუკაშენკომ მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას მტრები ახვევია ირგვლივ და გარეშე საფრთხე არსებობსო, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი არაფერი არ არის. საფრთხეს თვითონ ალექსანდრე ლუკაშენკო წარმოადგენს. რუსეთის ჩარევა კი საზოგადოებაში ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს. ცვილებების მომხრეების თქმით, პრეზიდენტის ხელისუფლებიდან წავლის შემდეგ ბელარუსი კარგი პარტნიორული ურთიერთობა ექნება როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან - მინსკი შეინარჩუნებს ყველაფერს კარგს რუსეთთან მიმართებით, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდა დარჩება“.
„იზვესტია“ («Известия») სტატიაში „ბელარუსში ყველაზე ხალხმრავალი მიტინგები ჩატარდა“ წერს, რომ კიდევ კარგი ლუკაშენკოს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთზე არ გაიწიეს, თორემ ამის საფრთხე მართლაც არსებობდა.
წყაროები:
https://www.nytimes.com/2020/08/16/world/europe/belarus-protests-lukashenko.html?searchResultPosition=9
https://www.jungewelt.de/artikel/384252.noch-kein-maidan.html
https://www.kommersant.ru/doc/4457609#id1934878
https://www.ng.ru/cis/2020-08-16/1_7938_belorussia.html
https://iz.ru/1048941/elnar-bainazarov/spasibo-za-prazdnik-kak-v-belorussii-proshli-samye-massovye-protesty
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო