რამდენად ჰგავს ბელარუსული პროტესტები სხვა ქვეყნებში მომხდარ ანტისამთავრობო გამოსვლებს
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „ყველა მომხდარი რევოლუცია თავისებურად წარმატებულია: რამდენად ჰგავს ბელარუსული პროტესტები სხვა ქვეყნებში მომხდარ ანტისამთავრობო გამოსვლებს“, რომელშიც ერთმანეთთანაა შედარებული ბოლო 20 წლის განმავლობაში რიგ ქვეყნებში (სერბეთში, საქართველოში, სომხეთში და ა.შ.) განხორციელებულ რევოლუციებს.
„ბი-ბი-სი“-მ გადაწყვიტა ზემოთჩამოთვლილი საერთო-სახალხო ანტისამთავრობო პროტესტები ერთმანეთს შეადაროს ხუთი პუნქტის მიხედვით: ორგანიზებული ოპოზიციის არსებობა ან განხეთქილების არსებობა მმართველ ელიტაში.; პროტესტების სოციალური, რეგიონული, ეთნიკური ბაზა; გეოპოლიტიკური ასპექტი - მმართველისა და მისი გარემოცვის ორიენტაცია (პირობითად) დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ; ავტორიტარიზმის დონე; ხელისუფლების მზადყოფნა ძალადობის განსახორციელებლად.
„ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძლიერი ოპოზიცია არ არსებობდა. წინა წლებში განხორციელებულმა რეპრესიებმა ოპოზიციის ველი“ გაასუფთავა და ამიტომ ახალი სტრუქტურების შექმნა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. გავლენიანი მაგნატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციაში გადავიდნენ, არ ჩანან..
ბელარუსში დამოუკიდებელი სოციოლოგია არ არსებობს, ამიტომაც არ არის მათი საიმედო შეფასებები, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან. ამასთან ინფორმაციების ნაკადში მაინც შეიმჩნევა, რომ პროტესტებში მონაწილეობენ საზოგადოების ყველა ფენების წარმომადგენლები, სამთავრობო და ძალოვანი სტრუქტურების ჩინოვნიკების გარდა. პროტესტებში არ ჩანს არც გეოპოლიტიკური ფაქტორი: დემონსტრანტები არ გამოდიან რუსეთთან მჭიდრო კავშირების წინააღმდეგ.
რეპრესიულობისა და ძალადობისათვის მზადყოფნის დონის მიხედვით ალექსანდრე ლუკაშენკომ სხვა ქვეყნების ლიდერები ბევრად უკან ჩამოიტოვა ის აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, სადაც მოსახლეობამ საძულველი ხელისუფლება დაამხო.
მათთვის, ვისაც კარგად ახსოვს აღმოსაველეთევროპული რევოლუციები, სრულიად ნათელია, რომ ისინი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან იმისგან, რაც დღეს ბელარუსში ხდება: მთავარი განსხვავება კი იმაშია, რომ ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები არ იყვნენ დაუნდობელი ავტოკრატები და ახლოსაც კი არ იდგნენ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან (სერბეთის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის გარდა), - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ ამონარიდს „ბი-ბი-სი“-ს პუბლიკაციიდან:
საქართველო, 2003 წელი
ქართული „ვარდების რევოლუცია“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, 2003 წლის 2 ნოემბერს. ცესკომ გამოაცხადა, რომ ხმების უმრავლესობა მიიღო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და მისი მოკავშირეების ბლოკმა „ახალი საქართველოსათვის“, მაგრამ ოპოზიციამ, რომელიც ეგზიტპოლებისა და ეუთოს დელეგაციის მონაცემებს ეყდნობოდა, განაცხადა, რომ შედეგები გაყალბებულიაო და მოსახლეობას მასობრივი პროტესტებისაკენ მოუწოდა. მიტინგებისა და დემონსტრაციების მე-20 დღეს პროტესტების მონაწილეებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ვარდებით ხელში, პარლამენტის შენობა დაიკავეს, ხოლო ერთი დღის შემდეგ ედუარდ სევარდნაძე გადადგა.
„2003 წელს საქართველოში ძალიან ორგანიზებული ოპოზიცია იყო“, - იხსენებს პოლიტოლოგი გელა ვასაძე, - თანაც ეს ისეთი ოპოზიცია იყო, რომელიც მმართველ პარტიაში, ხელისუფლების სისტემაში იშვა“.
მართლაცდა, პროტესტების სამივე ლიდერს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ხელისუფლებაში მაღალი პოსტები ეკავათ: მიხეილ სააკაშვილი ჯერ იუსტიციის მინისტრი იყო, შემდეგ - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე კი სხვადასხვა დროს პარლამენტის სპიკერები იყვნენ. ისინი ძლიერ ოპოზიციურ პარტიებს ეყრდნობოდნენ. გარდა ამისა, საქართველოში არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებმა დიდი როლი შეასრულეს პროტესტების ორგანიზებაში, ანუ სოციალური ბაზა ძალიან ფართო იყო.
„ისეთი პროლეტარიატი [მუშათა კლასი], როგორიც ახლა ბელარუსშია, 2003 წელს საქართველოში არ გვყავდა. ჩვენთან ფაბრიკა-ქარხნები არარ მუშაობდნენ, სამაგიეროდ, იყვნენ წვრილი მოვაჭრეები, ბიზნესმენები, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები... რაც საკმაოდ მნიშვნელოვან სოციალურ ბაზას წარმოადგენდა. ასევე მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები. ედუარდ შევარდნაძის მხარეს ადმინისტრაციული რესურსიც კი აღარ დარჩა - საბიუჯეტო სტრუქტურების თანამშრომლებსაც გარდაქმნები სურდათ“, - ამბობს გელა ვასაძე.
იმ დროს საქართველო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იყო ჩავარდნილი, რომელიც მასების ცნობიერებაში კიდევ უფრო მძიმდებოდა კორუფციით, უკანონობით და სეპარატიზმით - აფხაზეტის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის პრობლემით. ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას უკვე 10 წელი ხელმძღვანელობდა, მოსახლეობის უმრავლესობა მის დაპირებებს აღარ ენდობოდა.
ერთი მხრივ, „ვარდების რევოლუციის“ გეოპოლიტიკური ვექტორი „უკანა რიცხვით“ ნათლად ჩანს: საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური, უფრო მეტიც - პროამერიკული პოზიცია ჰქონდა - მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ აქვე ვიტყვით, რომ თვითონ ედუარდ შევარდნაძეც არ არავითარ შემთხვევაში იყო ანტიდასავლური პოლიტიკოსი. სხვათა შორის, სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გახდა საქართველო ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ - მონაწილე, შემდეგ კი სწორედ ედუარდ შევარდნაძემ გამოაცხადა ოფიციალურად თავისი საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად ნატოში გაწევრიანება.
მეორე მხრივ, რუსეთმა იმ დროს, ახალგაზრდა პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით მხარი დაუჭირა ედუარდ შევარდნაძის (ასე ასლან აბაშიძის) ხელისუფლების დამხობას და რუსეთის საგარეო საქმეტა ყოფილი მინისტრის იგორ ივანოვის მეშვეობით ისინი პოსტებიდან გადადგომაზე დაითანხმა
„იმ მომენტისათვის საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ყველას აწყობდა - დასავლეთსაც, რომელმაც, რა დასამალია და თვითონ გამოზარდა „ვარდების რევოლუციის“ ბარტყები, და მოსკოვსაც: ედუარდ შევარდნაძე, როგორც ლიდერი, იმ დროს ვლადიმერ პუტინსაც აღარ მოსწონდა. მოსკოვში სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ყველაფერზე იოლად მოილაპარაკებდნენ“, - იხსენებს პოლიტოლოგი.
ედუარდ შევარდნაძე, ალექსანდრე ლუკაშენკოსაგან განსხვავებით, ავტოკრატი და მით უმეტეს, ტირანი არ იყო: იგი არ დევნიდა ოპონენტებს, არ ახრჩობდა ოპოზიციას და დამოუკიდებელ პრესას. იგი, ალბათ, თვითონაც გადადგებოდა პრეზიდენტობის ვადის დასრულებისას, 2004 წელს...
მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ედუარდ შევარდნაძე არ ცდილობდა „ვარდების რევოლუციის“ ძალის გამოყენებით ჩახშობას. „მას ამის რესურსი არ ჰქონდა. ყველამ იცოდა, არც არმია და არც პოლიცია მომიტინგეებს დევნას არ დაუწყებდა. მაშია კოლოსარული განსხვავება იმასტან მიმართებით, რასაც დღეს ჩვენ ბელარუსში ვხედავთ“, - ამბობს გელა ვასაძე, - „ლევ ტოლსტოის გამონათქვამის პერეფრაზირებას მოვახდებ: ყველა წარუმატებელი რევოლუცია ერთმანეთის მსგავსია, ხოლო ყველა განხორციელებული რევოლუცია - თავისებურად წარმატებული“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო