"ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის"- BBC
ბრაზილიაში, ამაზონის ჯუნგლებში ამ მომენტისთვის ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯუნლგებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და ამჟამად სულ ხანძრის 1 600-ზე მეტი კერაა, რაც გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.
ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა 34.5%-ით არის გაზრდილი. გარემოსდამცველი ორგანიზაციები ბრაზილიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება შეაჩერონ.
ბრაზილიის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ჯუნგლებში ხანძრის არსებობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მისი მტრების მიერ გავრცელებული სიცრუეა.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
