"ენერგეტიკული უსაფრთხოება თურქეთის პოზიციას გააძლიერებს" -«TRT»
თურქული ტელერადიოკომპანიის „თი-არ-თი“-ს («TRT») ქართული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „თურქეთის მიერ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის აღმოჩენა“, რომლის ავტორია SETA-ს კვლევითი ინსტიტუტის უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი, მკვლევარ-ანალიტიკოსი მურათ იეშილთაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„თურქეთის მიერ გასულ კვირას შავ ზღვაში, ბუნებრივი გაზის რეზერვების აღმოჩენას დიდი ეროვნული და საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა და იგი მსოფლიო დღის წესრიგის პირველ და მნიშვნელოვან თემად გადაიქცა. თავის განცხადებაში, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შავი ზღვის საქარიას სახელწოდების საძიებო ტერიტორიის, დუნაის რაიონში 320 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინეს და რომ ამ რეზერვის ათვისება-მოხმარებას 2023 წლამდე დაიწყებენ. როგორც ცნობილია, თურქეთი, 99%-ით უცხოეთის ენერგიაზე დამოკიდებული ქვეყანა არის. ისიც ცნობილია, რომ თურქეთის წლიური მოხმარება აირზე, დაახლოებით 50 მილიარდი კუბური მეტრია, ამიტომაც, ექსპერტები თვლიან, რომ აღმოჩენილი რეზერვი ქვეყანას მხოლოდ 7-8 წელი ეყოფა. ამასთან, ეს არის თურქეთის ისტორიაში აღმოჩენილი ყველაზე დიდი რეზერვი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა.
თურქეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება უცხოეთზე მას იძულებულს ხდის დაბალანსებული ურთიერთობები დაამყაროს მრავალ ქვეყანასთან. ანკარა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის თანხას იხდის უცხოეთიდან შემოტანილ ენერგეტიკულ რესურსებზე. ამრიგად, შავ ზღვაში აღმოჩენილი რეზერვები, მართალია, მცირე რაოდენობით აკმაყოფილებს ქვეყნის ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს, თუმცა, ახალი და ღრმა დინამიკა შეიტანა თურქეთის ენერგეტიკულ პოლიტიკაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დინამიკაა ენერგიის დივერსიფიკაცია. უნდა ითქვას, რომ თურქეთი დიდი ხანია ატარებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის პოლიტიკას. ამასთან, განახლებადი ენერგიის წყაროების გაზრდით, როგორიცაა ქარის ენერგია და მზის ენერგია, რომლებშიც დიდი ოდენობით საკუთარი ინვესტიცია ჩადო, ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო შექმნა. ასევე ითქმის წყლის ენერგიის სიმძლავრის გაზრდაზეც. თუ შავი ზღვის აღმოჩენას გაგრძელება მოჰყვება, მაშინ, თურქეთის ბუნებრივი გაზი შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული ენერგიის წყარო. გარდა ამისა, შავ ზღვაში აღმოჩენილი რეზერვები თურქეთს ხელს გაუმაგრებს და უცხოელებთან მოლაპარაკებების დროს უფრო მოქნილ პოლიტიკას გაატარებს, რაც ფასებზეც დადებითად იმოქმედებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასახვა, რაც გააძლიერებს თურქეთის პოზიციას, არის ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიწოდება. ენერგიის ტრანზიტის თვალსაზრისით, თურქეთი ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ქვეყანას წარმოადგენს და აქ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობებს შორის არის სტაბილური სტრუქტურა. თუ გავითვალისწინებთ თურქეთის გარშემო მიმდინარე კონფლიქტებს, არსებულ ენერგორესურსებს და პოტენციური ენერგიის რეზერვებს, ეს სტრუქტურა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შავი ზღვის ბუნებრივი გაზით, თურქეთი ერთის მხრივ სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, ხოლო მეორეს მხრივ ენერგეტიკულ პოზიციას კიდევ უფრო გაიძლიერებს და გაამყარებს. ეს კი თავის მხრივ ეროვნულ უსაფრთხოებაში გამოიწვევს ახალი განზომილების დამატებას.
გარდა ამისა, შავ ზღვაში აღმოჩენილი რეზერვებით, თურქეთი, საერთაშორისო ენერგეტიკულ გეოპოლიტიკაში უკვე ენერგეტიკული მოთამაშის როლშიც წარსდგება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენცია უაღრესად მაღალია, რაც უარყოფითად მოქმედებს თურქეთის მიერ ნაყიდი აირის ფასზეც. ამჯერად კი, თუ თურქეთი შესძლებს შავ ზღვაში აღმოჩენილი ენერგიის მდგრად ენერგეტიკულ წყაროდ გადაქცევას, დიდ უპირატესობას მოიპოვებს ფასების მოლაპარაკებებშიც და მისი დაწევის შესაძლებლობა მიეცემა. ამ უპირატესობამ კი თურქეთს შეიძლება სხვა ახალი როლიც მისცეს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში
ამ ბოლო დროს თურქეთი, რეგიონალურ საგარეო პოლიტიკაში თავს ეულად და მარტოდ გრძნობს, უფრო მეტიც, იგი თითქოსდა ბლოკირების პოლიტიკის პირისპირ დგას, ამიტომაც, თუ იგი ენერგეტიკულ მოთამაშედ გადაიქცევა, ეს უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემს. მართალია შავ ზღვაში აღმოჩენილი ამჟამინდელი რეზერვი თურქეთს არ აძლევს დიდ ენერგეტიკულ მოთამაშედ გადაქცევის შესაძლებლობას, მაგრამ, ეს დასაწყისია, რასაც მან მიაღწია თავის დაჟინებული პოლიტიკით და თუ მას გაგრძელება მოჰყვება და ანკარა ახალ ენერგეტიკულ აღმოჩენებს გააკეთებს შავ ზღვასა თუ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, მაშინ, იგი დიდ ენერგეტიკულ მოთამაშედ გადაიქცევა, რამაც რეგიონულ გეოპოლიტიკაში“.
წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2020/08/28/ak-tualuri-t-emis-analizi-35-2020-1480891
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო